
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი, ლევან რაფავა გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, 37 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იყო და ნიუ-იორკში სამუშაოდ 3 წლის წინ წავიდა. „მეუღლეს ელაპარაკებოდა ტელეფონით… ვაი, დედაო, და გაწყდა კავშირი. მერე ნახეს გარდაცვლილი“, – ამბობს ახლობელი.
ახალგაზრდა მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის ცამოასვენებენ ლევან რაფავას სამშობლოში.
gurianews.ge









