
მომღერალი სოფო ნიჟარაძე ეკა ჩხეიძეს გადაცემაში, “პირველი სტუდია“ ესტუმრა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს არის მისი პირველი ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც საუბრობს პირად ცხოვრებაზე, უმძიმეს ჭორებსა და პროფესიული საქმიანობაზე, რაც “ქართული ოცნების” მთავრობის პირობებში შეფერხებულია. ის ასევე საუბრობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობაზე.









