
ონკოლოგიური დაავადებები ცნობილია იმით, რომ მათ ახასიათებს თანდათანობითი განვითარება.
სამწუხაროდ, უმრავლეს შემთხვევაში, დაავადება შესამჩნევი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც მდგომარეობა ძალიან შორს არის წასული.
კიბოს თითოეულ ტიპს აქვს გარკვეული, საკუთარი სიმპტომები. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომების გამოვლენა შეიძლება უკვე დაავადების გვიან სტადიაზე მიუთითებდეს, ისინი არ უნდა იყოს იგნორირებული და მნიშვნელოვანია მკურნალობის რაც შეიძლება სწრაფად დაწყება. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივების შანსებს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ათასობით ადამიანი პანკრეასის კიბოს ზოგიერთ ნიშანს არასწორად აღიქვამს და მას განიხილავს, როგორც ჯანმრთელობის ზოგად პრობლემებად. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ კიბოს ეს ტიპი საკმაოდ აგრესიულია და შეიძლება ძალიან სწრაფად წაართვას ადამიანს სიცოცხლე – ადამიანების ნახევარზე მეტი იღუპება დიაგნოზის დასმიდან სამი თვის განმავლობაში.
პანკრეასის ქირურგიის კონსულტანტი, დოქტორი ნევილ მენეზემი, ასახელებს რიგ სიმპტომებს, რომლებიც არ უნდა იყოს იგნორირებული და მათი გამოვლენის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია. მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები შეიძლება ჰგავდეს ზოგიერთ გავრცელებულ პათოლოგიას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ თუ ისინი ოთხ კვირაზე მეტხანს გაგრძელდება, ისინი არ უნდა მივაწეროთ დაღლილობას, ჯანმრთელობის პრობლემებს ან არასრულფასოვან კვებას. გავრცელებული გამაფრთხილებელი ნიშნებია: მუცლის ან ზურგის მიდამოს მუდმივი ტკივილი, რომელიც არ ქრება ან არ მსუბუქდება მედიკამენტების მიღების შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ წონის აუხსნელ კლებას ან მადის მუდმივად დაკარგვას, რადგან ამ შემთხვევაში ვითარდება გამოფიტვა და კუნთოვანი მასა და ცხიმი იკარგება. ეს გვხვდება კიბოს შორსწასული სტადიის მქონე ხუთიდან ოთხ პაციენტში.
კანისა და თვალის სკლერების მოყვითალო შეფერილობა არ უნდა უგულებელყოთ. ამას ასევე შეიძლება თან ახლდეს მუქი შარდი ან ღია ფერის განავალი. განაგრძეთ კითხვა…









