"წარმოუდგენლად მძიმე ტრაგედია დატრიალდა, სამი დღის ჩამოსული იყო გერმანიიდან. ოჯახმა შვილთან მოსიყვარულებაც კი ვერ მოასწრო..." - რას ჰყვებიან ადგილობრივები სენაკში მომხდარ ტრაგედიაზე - bbcnews.ge
შემთხვევა

“წარმოუდგენლად მძიმე ტრაგედია დატრიალდა, სამი დღის ჩამოსული იყო გერმანიიდან. ოჯახმა შვილთან მოსიყვარულებაც კი ვერ მოასწრო…” – რას ჰყვებიან ადგილობრივები სენაკში მომხდარ ტრაგედიაზე

სენაკში მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის გიორგი სახოკიას სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მანქანას გიორგი მართავდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. შეჯახების შედეგად გიორგი სახოკია სამწუხაროდ ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი კლინიკაშია გადაყვანილი.

უმძიმესია მომხდარით გამოწვეული ტკივილი, გლოვაა სენაკში, სადაც გიორგი ცხოვრობდა.

„წარმოუდგენლად მძიმე ტრაგედია დატრიალდა. შეჯახების საშინელი ხმა გავიგე და ამის შემდეგ გავიქეცი იმ ადგილისკენ. ტრაგედია უკვე მომხდარი იყო, ძველი სენაკის გზაზე მოხდა ეს უბედურება. რომ მივედი იქ საშინელი სურათი დამხვდა, ბიჭი მანქანიდან გადმოჰყავდათ, სამწუხაროდ ადგილზე იყო გარდაცვლილი, მეორე მგზავრი გადაიყვანეს კლინიკაში. საჭესთან გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭი იჯდა. ბეტონს შეასკდა მანქანა. პოლიცია და კრიმინალისტები მუშაობდნენ. საშინელი ტრაგედია ტრიალებს… და მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს. უპატიოსნესი ბიჭი იყოო, ამბობენ. როგორც გავიგე შხეფიდან ყოფილა და ეტყობა სახლში მიდიოდა “, – ამბობს ჩვენთან საუბარში ტრაგედიის ადგილთან ახლოს მცხოვრები ადამიანი.

კიდევ ერთი ადგილობრივი გვეუბნება, რომ გიორგი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა იყო:

“ეს თავზარდამცემი ამბავი ცოტა ხნის წინ გავიგე. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. უპატიოსნესი ბიჭი იყო, მე ამჟამად სენაკში არ ვცხოვრობ, იქ ჩემი მეზობლები არიან. გერმანიიდან ახალი ჩამოსული ყოფილა. იქ იყო წასული. ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილი ბიჭია. არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს, ჰყავს და. არ ვიცი რა უნდა ვუთხრათ მის ოჯახის წევრებს. ყველა გაგვანადგურა ამ ამბავმა. რა და როგორ მოხდა, დეტალები არ ვიცი” განაგრძეთ კითხვა

Back to top button