"ჯორჯინა განქორწინებას და ქონების ნახევარს ითხოვს - ეს ილიასთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა იქნება" - ჩემპიონის გამოწვევა ბრძოლის წინ: რას წერს მედია - bbcnews.ge
მსოფლიო

“ჯორჯინა განქორწინებას და ქონების ნახევარს ითხოვს – ეს ილიასთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დარტყმა იქნება” – ჩემპიონის გამოწვევა ბრძოლის წინ: რას წერს მედია

UFC-ის ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბია – ჯორ­ჯი­ნა ბა­დე­ლიმ გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა და თო­ფუ­რი­ას ქო­ნე­ბის 50%-ს ითხოვს.

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი UFC-ში, ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლი ილია თო­ფუ­რია, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ მსუ­ბუქ ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა, ოქ­ტა­გო­ნის გა­რეთ ახა­ლი, უმ­ძი­მე­სი ბრძო­ლის წი­ნა­შე დგას. ეს­პა­ნურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ილი­ას მე­უღ­ლე, ჯორ­ჯი­ნა უზტუ­გა­ი­ტი ბა­დე­ლი გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე სარ­ჩე­ლით მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს და, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, თო­ფუ­რი­ას ქო­ნე­ბის 50%-ის და­უფ­ლე­ბას აპი­რებს.

ურ­თი­ერ­თო­ბის და­სას­რუ­ლი და ქო­ნებ­რი­ვი დავა

რო­გორც ცნო­ბი­ლია, წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში დას­რულ­და, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ერ­თმა­ნე­თის გა­მო­წე­რის გა­უქ­მე­ბას ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბის წაშ­ლა მოჰ­ყვა. ილია თო­ფუ­რი­ამ თა­ვა­დაც აღ­ნიშ­ნა პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ, რის გა­მოც მისი ოქ­ტა­გონ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა (სა­ვა­რა­უ­დოდ, იან­ვრის ბრძო­ლა პიმბლეტ­თან) გა­და­ი­დო.

თუმ­ცა, რო­გორც ამე­რი­კუ­ლი სპორ­ტუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი იტყო­ბი­ნე­ბი­ან, ჯორ­ჯი­ნა ბა­დელ­მა გა­და­წყვი­ტა, ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა და გან­ქორ­წი­ნე­ბა მო­ე­თხო­ვა. სარ­ჩე­ლის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა კი თო­ფუ­რი­ას აქ­ტი­ვე­ბის ნა­ხე­ვა­რია.

კითხვის გაგრძელება

Back to top button