ვინ იყო 22 წლის ბიჭი, რომელიც ავარიას ემსხვერპლა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის გიორგი სახოკია ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა, მანქანაში მყოფი კიდევ ერთი პირი კი დაშავდა.
როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.