ევროპა საზღვრებს კეტავს - დასახელდა "უსაფრთხო ქვეყნების" სია: შედის თუ არა ამ სიაში საქართველო - bbcnews.ge
საზოგადოება

ევროპა საზღვრებს კეტავს – დასახელდა “უსაფრთხო ქვეყნების” სია: შედის თუ არა ამ სიაში საქართველო

ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე ლტოლ­ვილ­თა ნა­კა­დის შე­ზღუდ­ვის მიზ­ნით, ევ­რო­პამ ამ კვი­რა­ში ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი მიზ­ნად ისა­ხავს მო­სახ­ლე­ო­ბის დამ­შვი­დე­ბას და მიგ­რა­ცი­ის თე­მით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის წარ­თმე­ვას ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტი­ე­ბი­სა და პო­პუ­ლის­ტე­ბის­გან, რო­გო­რი­ცაა დო­ნალდ ტრამ­პი.

ევ­რო­კავ­ში­რის 27-მა ქვე­ყა­ნამ დაძ­ლია ბოლო მას­შტა­ბუ­რი ბა­რი­ე­რი მიგ­რა­ცი­უ­ლი რე­ფორ­მის გზა­ზე, ხოლო ევ­რო­პის საბ­ჭოს ქვეყ­ნებ­მა და­ი­წყეს დის­კუ­სია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის გა­და­ხედ­ვის შე­სა­ხებ. კონ­ვენ­ცია მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ევ­რო­პა­ში თავ­შე­საფ­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი დო­კუ­მენ­ტი იყო.ევ­რო­პე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ძვე­ლი ეპო­ქის სის­ტე­მა მოძ­ველ­და და დღე­ვან­დელ კრი­ზი­სებ­თან (მა­სობ­რი­ვი გა­და­ად­გი­ლე­ბა) საბ­რძოლ­ვე­ლად ახა­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბია სა­ჭი­რო. რე­ფორ­მის ეფექ­ტუ­რო­ბა 2026 წელს გა­ირ­კვე­ვა: ევ­რო­კავ­ში­რის მიგ­რა­ცი­უ­ლი რე­ფორ­მა ძა­ლა­ში შე­დის ივ­ნის­ში, ხოლო მა­ის­ში კი­ში­ნი­ო­ვის სა­მიტ­ზე გა­ნი­ხი­ლა­ვენ კონ­ვენ­ცი­ის გა­და­ხედ­ვის სა­კითხს. და­ნი­ის და ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ე­რებ­მა, მეტე ფრე­დე­რიკ­სენ­მა და კიირ სტარ­მერ­მა, გა­ნა­ცხა­დეს: “თავ­შე­საფ­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სის­ტე­მა სხვა ეპო­ქის­თვის შე­იქ­მნა… ძვე­ლი რე­ცეპ­ტე­ბი არ მუ­შა­ობს”.

ლტოლ­ვილ­თა დღე­ვან­დე­ლი ტალ­ღა ევ­რო­პის გა­რე­დან მო­დის: სი­რი­ი­დან, ვე­ნე­სუ­ე­ლი­დან, აფ­რი­კის ნა­წი­ლი­დან, ასე­ვე ავ­ღა­ნე­თი­დან. ბევრ ამ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თის მხარ­და­ჭე­რი­ლი რე­ჟი­მე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. ევ­რო­კავ­ში­რი ეჭ­ვობს, რომ რუ­სე­თი ლტოლ­ვი­ლებს ჰიბ­რი­დულ ომში იყე­ნებს. 2022 წელს რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რამ სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გა­ამ­წვა­ვა.

პუ­ტი­ნი, რო­გორც რე­ფორ­მის და­მაჩ­ქა­რე­ბე­ლი

სი­რი­ის კამ­პა­ნი­ამ­დე ევ­რო­კავ­შირს წე­ლი­წად­ში 200-300 ათა­სი უცხო­ე­ლი მი­მარ­თავ­და თავ­შე­საფ­რის­თვის, 2015-2016 წლებ­ში კი – წე­ლი­წად­ში 1.2 მი­ლი­ო­ნი. 2016 წელს შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი მიგ­რა­ცი­უ­ლი რე­ფორ­მა კო­ვი­დი­სა და შე­თან­ხმე­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო შე­ჩერ­და.

ავ­ღა­ნეთ­ში თა­ლი­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბამ (2021) და რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ან­მა ომმა (2022) კვლავ მი­ლი­ონ­ზე მეტი ლტოლ­ვი­ლი გა­მო­იწ­ვია წე­ლი­წად­ში (უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, რომ­ლებ­საც დრო­ე­ბი­თი დაც­ვის სტა­ტუ­სი აქვთ, ამ სტა­ტის­ტი­კა­ში თით­ქმის არ ით­ვლე­ბი­ან). ამ ახალ­მა კრი­ზის­მა რე­ფორ­მა გა­ა­ცო­ცხლა და 2024 წლის ივ­ნის­ში დამ­ტკიც­და პაქ­ტი მიგ­რა­ცი­ი­სა და თავ­შე­საფ­რის შე­სა­ხებ.

ევ­რო­კავ­ში­რის შე­თან­ხმე­ბის დე­ტა­ლე­ბი

ამ კვი­რა­ში ევ­რო­კავ­ში­რის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრებ­მა შე­ა­თან­ხმეს მიგ­რან­ტე­ბის გა­ძე­ვე­ბის დე­ტა­ლე­ბი და “უსაფრ­თხო” ქვეყ­ნე­ბის სია.

მოქ­მე­დებს პრინ­ცი­პი„ “მი­ი­ღე ან გა­და­ი­ხა­დე”. ქვეყ­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლებ ლტოლ­ვილს იღე­ბენ, 2026 წელს უნდა მი­ი­ღონ 21 ათა­სი მიგ­რან­ტი კრი­ზი­სის წინა ხაზ­ზე მყო­ფი ქვეყ­ნე­ბი­დან (მაგ. იტა­ლია, სა­ბერ­ძნე­თი), ან გა­და­ი­ხა­დონ 20 ათა­სი ევრო ყო­ვე­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის.

გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უ­წეს­დათ მათ, ვინც ბოლო წლებ­ში ლტოლ­ვილ­თა დიდი ნა­კა­დი მი­ი­ღო (მაგ. პო­ლო­ნე­თი, ავ­სტრია).

რაც შე­ე­ხე­ბა “უსაფრ­თხო ქვეყ­ნებს”, “უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის“ კონ­ცეფ­ცია სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რომ ამ ქვეყ­ნე­ბი­დან თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი გა­ნი­ხი­ლონ, და­თან­ხმდნენ ან უარი უთხრან მათ, ვინც ევ­რო­პა­ში ჩა­ვი­და. ანუ პირ­და­პირ უა­რის თქმა ამ ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მიგ­რან­ტე­ბის­თვის არ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

“უსაფრ­თხო ქვეყ­ნე­ბის“ სი­ა­ში შე­ვიდ­ნენ: ეგ­ვიპ­ტე, მა­რო­კო, ტუ­ნი­სი, კო­სო­ვო, ინ­დო­ე­თი, ბან­გლა­დე­ში და კო­ლუმ­ბია (მე­ო­თხე ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ჯგუ­ფი თავ­შე­საფ­რის მთხოვ­ნე­ლებს შო­რის). განაგრძეთ კითხვა

Back to top button