"დედამ 24 წლის ასაკში თავი მოიკლა, მამა კი გაიქცა... ოჯახმა ყველაფერი იცოდა" - დაკარგული დების ტრაგიკული ისტორია და მამის სისასტიკე, რომელმაც ბავშვები გააშვილა - bbcnews.ge
საზოგადოება

“დედამ 24 წლის ასაკში თავი მოიკლა, მამა კი გაიქცა… ოჯახმა ყველაფერი იცოდა” – დაკარგული დების ტრაგიკული ისტორია და მამის სისასტიკე, რომელმაც ბავშვები გააშვილა

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის პოდ­კას­ტი „ვე­ძებ“ მო­რიგ მძი­მე და ემო­ცი­ურ ის­ტო­რი­ას გვი­ზი­ა­რებს. ამ­ჯე­რად გა­და­ცე­მის სტუ­მა­რი ნინო წყა­ლო­ბა­ძეა, გო­გო­ნა, რო­მელ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ იცო­და სა­კუ­თა­რი წარ­მო­მავ­ლო­ბა, სა­ბო­ლო­ოდ კი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მას არა მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი და, არა­მედ საკ­მა­ოდ ტრა­გი­კუ­ლი სა­ო­ჯა­ხო ის­ტო­რია აქვს, სა­დაც კი­თხვე­ბი ჯერ კი­დევ პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლია.

ნი­ნოს ის­ტო­რია ჰგავს დე­ტექ­ტი­ურ დრა­მას, სა­დაც არის თვით­მკვლე­ლო­ბა, გაშ­ვი­ლე­ბა, სიც­რუე და მამა, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი ორ­ჯერ მი­ა­ტო­ვა.

“ზვა­ვის დროს და­ღუ­პუ­ლი მშობ­ლე­ბი“ – ტყუ­ი­ლი, რომ­ლი­თაც ნინო გა­ი­ზარ­და

რო­გორც ნინო იხ­სე­ნებს, პირ­ვე­ლად გაშ­ვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ამ­ბა­ვი ამ­ყვან­მა დე­დამ ხუთი წლის ასაკ­ში უთხრა. პა­ტა­რა ბავ­შვმა ეს ყვე­ლა­ფე­რი ზღაპ­რად მი­ი­ღო.

“პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, ამას აღ­ვიქ­ვამ­დი რო­გორც ზღა­პარს იმ პე­რი­ოდ­ში. მახ­სოვს ის ფაქ­ტე­ბი, რომ ძა­ლი­ან ხში­რად ვე­უბ­ნე­ბო­დი – კი­დევ მო­მი­ყე­ვი, კი­დევ მო­მი­ყე­ვი… მიყ­ვე­ბო­და ასე, რომ ორი­ვე მშო­ბე­ლი და­ი­ღუ­პა ზვა­ვის დროს და დავ­რჩი მარ­ტო, ბე­ბი­ამ ვერ გამ­ზარ­და და მო­უ­წია გაშ­ვი­ლე­ბა. ეს იყო სულ მთე­ლი ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ალ­ბათ და­ვი­ჯე­რე… და მინ­დო­და ალ­ბათ, ასე ყო­ფი­ლი­ყო.

მიშ­ვი­ლეს, ორი წლის ასაკ­ში, ეს კი მი­თხრეს, მაგ­რამ სა­ი­დან, რო­გორ, რა­ნა­ი­რად – არა. სა­მო­მავ­ლოდ მერე ალ­ბათ იფიქ­რეს კი­დეც და შიში გა­უჩ­ნდათ იმის, რომ არ წავ­სუ­ლი­ყა­ვი სად­მე… ამის­თვის სა­ჭი­რო იყო, რომ არა­ფე­რი აღარ ეთ­ქვათ. სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მაგ­რამ კი­თხვა ჩემი მხრი­დან არა­სო­დეს და­მის­ვამს, რომ ვინ ვარ, სა­ი­დან ვარ და რა­ტომ მოვ­ხვდი აქ. არა­ფე­რი არ ვი­ცო­დი. ჩემი მთე­ლი ბავ­შვო­ბა ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, რომ მცოდ­ნო­და ვინ ვი­ყა­ვი. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო“.

კითხვის გაგრძელება

Back to top button