
“გუშინ ძალიან მძიმე ინფორმაცია გავრცელდა…” – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” გამოეხმაურა პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ ცვლილებათა პაკეტს, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს, პარლამენტმა, მესამე მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომლის ძირითადი სიახლე არის ის, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა იფუნქციონირებს. ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მოპოვება დასაშვები იქნება შესაბამისი დაწესებულებების მიერ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ასეთი ბაზის შექმნის ინიციატივით პარლამენტს ჯერ კიდევ გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა









