×
"ვზი­ვარ და ვფიქ­რობ, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო თუ არა და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის ჩემ­თან მი­მო­წე­რა" - რას წერს მსა­ხი­ო­ბი ენდი ძი­ძა­ვა დიზაინერზე, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს? - bbcnews.ge
საზოგადოება

“ვზი­ვარ და ვფიქ­რობ, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო თუ არა და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის ჩემ­თან მი­მო­წე­რა” – რას წერს მსა­ხი­ო­ბი ენდი ძი­ძა­ვა დიზაინერზე, რომელიც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს?

“რა რეალიზატორი? ვინ დაიჯერებს ამას დათუნაზე?! ავად რომ იყო, ეს მთელმა თბილისმა იცოდა” – წერს სოციალურ ქსელში მსა­ხი­ო­ბი ენდი ძი­ძა­ვა დაკავებულ დიზაინერზე, დათუნა სულიკაშვილზე.

არსებული ინფორმაციით, დათუნა სულიკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდა.

“აი, ვზი­ვარ და ვფიქ­რობ, გა­მო­ვაქ­ვეყ­ნო თუ არა და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის ჩემ­თან მი­მო­წე­რა, მაგ­რამ უფ­ლე­ბას ვერ ვაძ­ლევ სა­კუ­თარ თავს მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­მოვ­ფი­ნო აქ წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ძი­ე­ბა­საც კი გა­მო­ად­გე­ბა მისი ნარ­კო­გამ­სა­ღებ­ლის უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის მტკი­ცე­ბის ნა­წილ­ში… ალ­ბათ, ჩემ­ნა­ი­რად რამ­დე­ნი ფიქ­რობს… რა რე­ა­ლი­ზა­ტო­რი? ვინ და­ი­ჯე­რებს ამას და­თუ­ნა­ზე?!.. ავად რომ იყო, ეს მთელ­მა თბი­ლის­მა იცო­და.

პ.ს. ვინც მიც­ნობთ, წე­სით, ეჭვი არ უნდა შე­გე­პა­როთ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი­სად­მი ჩემს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ზე. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მე მზად ვარ, წარ­გიდ­გი­ნოთ მი­მო­წე­რა. ამ მი­მო­წე­რით (და ასე­თი მი­მო­წე­რე­ბი მრავ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა და­თუ­ნას სა­მე­გობ­რო­ში) ნა­თე­ლი გახ­დე­ბა ის, რომ და­თუ­ნა და ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცია ერ­თად, ერთი დიდი აბ­სურ­დია. ბოლო წე­რი­ლი გუ­შინ­წინ მო­წე­რი­ლია, რო­მელ­ზე­დაც უბ­რა­ლოდ აღარ ვუ­პა­სუ­ხე” – წერს ენდი ძი­ძა­ვა.

Back to top button