წყალი 15 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი - bbcnews.ge
საზოგადოება

წყალი 15 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი 14, ზოგ ქუჩას კი, 15 საათით შეუწყდება.

ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქ. N24-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ჩატარდება. სამუშაოების მიმდინარეობისას 12/12/2025 23:00 საათიდან 12/13/2025 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ურიდიას N10-106 (ლუწებს), ჩხიკვაძის, ასკურავას და მესხის N2-60 (ლუწებს), N15-53 (კენტებს) ქუჩებს.

ვაკის რაიონში, ყაზბეგის გამზ. N32-თან წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 12/12/2025 22:00 საათიდან 12/13/2025 13:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ალექსანდრე ყაზეგის გამზ. N 30, 32, 32ა, 32ბ, 32ვ, 32ზ, 34, 34ა, კალისტრატე ქუთათელაძის N5, 7, 7ა, ოთარ ლორთქიფანიძის N 24, 26, 28, 30, 32, 34, ირინე სხირტლაძის, ედიშერ მაღალაშვილის და მარიკა ბარათაშვილი ქუჩებს.

Back to top button