
თბილისში, დიდ დიღომში, 29 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია “ქართლის ამბები” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილიდან იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული. ახლობლები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა უწყება დეტალებს ამ ეტაპზე არ აზუსტებს. მამაკაცი სამი დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა და ამ დროის განმავლობაში ახლობლები ეძებდნენ.









