იონა და მე­ლა­ნია ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლე­ბი არი­ან, ეს მოხდა 16-წლი­ა­ნი ბრძო­ლი­სა და ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის შემ­დეგ“ - რას ჰყვება თამუნა ამონაშვილის მეუღლე, რომელიც შვილის შეძენისთვის სახლის გაყიდვასაც აპირებდა? - bbcnews.ge
საზოგადოება

იონა და მე­ლა­ნია ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლე­ბი არი­ან, ეს მოხდა 16-წლი­ა­ნი ბრძო­ლი­სა და ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბის შემ­დეგ“ – რას ჰყვება თამუნა ამონაშვილის მეუღლე, რომელიც შვილის შეძენისთვის სახლის გაყიდვასაც აპირებდა?

16-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის, ბრძო­ლი­სა და ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რთუ­ლი წლე­ბის შემ­დეგ, პრო­დი­უ­სერ რე­ზი­კო არჩვა­ძი­სა და მომ­ღე­რალ თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლის ოჯახ­ში დიდი ზე­ი­მია – წყვილს ტყუ­პი, ქალ-ვაჟი შე­ე­ძი­ნა. პა­ტა­რე­ბი, სა­ხე­ლად იონა და მე­ლა­ნია, ქვე­ყა­ნას 1-ელ სექ­ტემ­ბერს მო­ევ­ლინ­ენ, თუმ­ცა მშობ­ლებ­მა ეს ბედ­ნი­ე­რი სი­ახ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხო­ლოდ ახლა გა­უ­ზი­ა­რეს.

წყვი­ლი შვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და. რო­გორც რე­ზი­კო არჩვა­ძემ “ამბებთან” ინ­ტერ­ვი­უ­ში აღნიშნა, შვი­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის გზა იმ­დე­ნად რთუ­ლი და ფი­ნან­სუ­რად დატ­ვირ­თუ­ლი იყო, რომ ოჯა­ხი უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდგა – იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სახ­ლის გა­ყიდ­ვა­ზეც კი ფიქ­რობ­დნენ. 

„ამ­დე­ნი წელი სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით, რომ ამის­თვის გვებ­რძო­ლა და გვემ­კურ­ნა­ლა. ძა­ლი­ან ბევ­რი გან­ვლი­ლი წელი გვაქვს უკან, რო­მელ­შიც ჩა­დე­ბუ­ლია დიდი შრო­მა. ღვთის ნე­ბით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, შე­იძ­ლე­ბა ისე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, არც მომ­ხდა­რი­ყო.

იმ­დე­ნად ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს, ხან­და­ხან ვერც ვარ­ჩევ ერ­თმა­ნე­თის­გან. ბიჭს ბიბ­ლი­უ­რი სა­ხე­ლი შე­ვურ­ჩიე – იონა, მა­ცხო­ვა­რიც ახ­სე­ნებს აღ­თქმა­ში და გო­გო­ნას – მე­ლა­ნია, ასე­ვე წმინ­და­ნის სა­ხე­ლი.

იონა და მე­ლა­ნია ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლე­ბი არი­ან, სუ­რო­გა­ცი­ით შეგ­ვე­ძი­ნა.

16 წლის წინ შე­ვუღლდით მე და თა­მუ­ნა და ეს დიდი ეტა­პი იყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ამ­დე­ნი წლე­ბი… თან ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­შინ ვერ შევ­ძე­ლით და არც გვქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე გა­დავ­დეთ. ძა­ლი­ან დიდი წვა­ლე­ბით, დიდი მსხვერ­პლის გა­ღე­ბა მოგ­ვი­წია. ასე­თი მარ­ტი­ვი არ არის, წახ­ვი­დე, ფული გა­და­ი­ხა­დო. მარ­თლა მი­ზანს მი­ვაღ­წი­ეთ, დიდი ბრძო­ლა იყო, ერთი უშე­დე­გო, მე­ო­რე უშე­დე­გო…

პატარები სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბად­ნენ. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ. მად­ლო­ბა ნინო მუ­სე­რი­ძეს, ძა­ლი­ან გვერ­დში დაგ­ვიდ­გა, ასევე გი­ორ­გი არჩვა­ძეს ჩემი მოგ­ვა­რეა, ამ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი…

ფი­ნან­სუ­რად ძა­ლი­ან რთუ­ლია, იყო მო­მენ­ტი, რომ სახ­ლს ვყიდ­დით, ისეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით, რომ ეს საქ­მე გა­მო­სუ­ლი­ყო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ არ დაგ­ვჭირ­და”, – განაცხადა რეზიკო არჩვაძემ.

წყარო: ambebi.ge

Back to top button