
ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ცეცხლი საწარმოს გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, მეხანძრე-მაშველების ჯგუფი ადგილზე მუშაობს.
დაშავებულის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
წყარო: პრაიმტაიმი








