"2010-ში უგულავას ზეიმზე ჩემი რამდენიმე მსახიობი იყო ჩამომჯდარი, ეს ბიჭები ახლა, ყველა იქით მხარესაა გადასული" - ვანო ჯავახიშვილი გუნდის დაშლასა და არაბიძესთან დაძაბულ ურთიერთობაზე პირველად საუბრობს“ - bbcnews.ge
საზოგადოება

“2010-ში უგულავას ზეიმზე ჩემი რამდენიმე მსახიობი იყო ჩამომჯდარი, ეს ბიჭები ახლა, ყველა იქით მხარესაა გადასული” – ვანო ჯავახიშვილი გუნდის დაშლასა და არაბიძესთან დაძაბულ ურთიერთობაზე პირველად საუბრობს“

პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და იუ­მო­რის­ტი ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მას, “მე­სა­მე ფურ­ცელს“ სტუმ­რობ­და. ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა იმ რთულ გზა­ზე, რო­მელ­საც კრი­ტი­კუ­ლი მე­დია გა­დის, გა­იხ­სე­ნა გუნ­დის დაშ­ლის მტკივ­ნე­უ­ლი პე­რი­ო­დი და ის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ფილ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან დღეს აქვს

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მრე­ბი ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე

ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბი­სა, სცე­ნა მის­თვის მა­ინც გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს, რაც ხში­რად მის სიზ­მრებ­შიც აი­სა­ხე­ბა.

“სცე­ნა ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ახ­ლაც სულ მაქვს ხოლ­მე სიზ­მრე­ბი, რომ გა­მოვ­დი­ვარ სცე­ნა­ზე… თუმ­ცა, კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მრე­ბიც მქო­ნია. ჩემ­თვის კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მა­რი რა არის, იცით? რამ­დენ­ჯერ­მე გამ­ღვი­ძე­ბია ისე­თი შეგ­რძნე­ბით, თით­ქოს ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე გა­მოვ­დი­ვარ, სა­დაც 2000 კაცი მი­ყუ­რებს და მე არც სცე­ნა­რი მაქვს, არა­ფე­რი ვიცი და ვე­რა­ფერს ვამ­ბობ. ამ დროს გა­ოფ­ლი­ა­ნე­ბულს გა­მიღ­ვი­ძია“, – ამ­ბობს ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

იუ­მო­რი კრი­ზი­სის დროს და ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი

ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი და ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა­სა და გუნ­დის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა.

“რად­გან ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს, ხში­რად იც­ვლე­ბა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ზოგი ვერ უძ­ლებს უხელ­ფა­სო­ბას, ზოგს უჭირს მუ­შა­ო­ბა და მი­დის. არის ისე­თი პე­რი­ო­დი, როცა უბ­რა­ლოდ თემა არ არის, ან გან­წყო­ბა არ არის შე­სა­ბა­მი­სი. გან­წყო­ბის მხრივ ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აქ­ცი­ე­ბის დარ­ბე­ვე­ბის პე­რი­ო­დი იყო. ასეთ დროს ელე­მენ­ტა­რუ­ლი ხუმ­რო­ბის და­წე­რაც კი გი­ჭირს. ვფიქ­რობ­დით, ხომ არ გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით დრო­ე­ბით, რად­გან ტე­ლე­ეკ­რან­ზე მძი­მე კად­რე­ბი გა­დი­ო­და და ამ დროს გა­მოს­ვლა და ხალ­ხის გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის. თუმ­ცა, როცა ხვდე­ბი, რომ მა­ინც რა­ღაც უნდა თქვა, უფრო სა­ტი­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბას ვირ­ჩევთ, რომ გა­და­ცე­მა მთლად „გა­და­სა­ხარ­ხა­რე­ბე­ლი“ არ იყოს“.

კითხვის გაგრძელება

Back to top button