
თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„თბილისში, დაიკარგა ოლეგ კუპრინი, 31 წლის. სიმაღლე — 180 სმ, რუსი თმა (ღია ყავისფერი), ცისფერი თვალები. გამხდარი აღნაგობა.
ბოლოს კონტაქტზე გავიდა 7 დეკემბერს, 16:00 საათზე. თქვა, რომ მთელი დღე სახლში იქნებოდა, მაგრამ სახლში აღარ დაბრუნდა. ეცვა შავი პალტო და ყელსახვევიანი სვიტერი (როლინგი), ნაცრისფერი ჯინსები და პლატფორმიანი Converse-ის კედები. სახლში (გლდანის რაიონი) ღამით არ დაბრუნდა. არავის უნახავს, როგორ დატოვა ბინა. არც მეგობრებს და არც ნაცნობებს არ უნახავთ. პასპორტი ბინაში დარჩა. განცხადება პოლიციაში უკვე შეტანილია.
თუ სადმე დაინახავთ ან რაიმე ინფორმაცია გაქვთ, გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 112, ან +995 557 300 793, მე ვარ დამსაქმებელი და მეგობარი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: პრაიმტაიმი









