დააკავეს მშობლები, რომლებმაც ფეხმძიმე შვილი მოკლეს და მუცლიდან ნაყოფი ამოაცალეს - bbcnews.ge
მსოფლიო

დააკავეს მშობლები, რომლებმაც ფეხმძიმე შვილი მოკლეს და მუცლიდან ნაყოფი ამოაცალეს

აშშ-ში, მიშიგანის შტატში, ქალმა ქმრის დახმარებით საკუთარი შვილი მოკლა და მისი მუცლიდან ნაყოფი ამოკვეთა. ამის შესახებ წერს People.

22 წლის რებეკა პარკის ნეშტი 23 ნოემბერს იპოვეს. ორსული ქალი დაახლოებით ერთი თვე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მისი მუცლიდან ნაყოფი იყო ამოკვეთილი. 2 დეკემბერს პროკურატურამ ბრალი წაუყენა კორტნი და ბრედლი ბარტოლომიუს, პარკის დედას და მამინაცვალს.

გამოძიების ვერსიით, 3 ნოემბერს მათ ქალი ტყეში წაიყვანეს და შემდეგ, მაშინ როცა ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ნაყოფი ამოკვეთეს. საბოლოოდ დედაც და შვილიც დაიღუპა.

პროკურორმა განაცხადა, რომ კორტნისა და ბრედლის ქმედებები „ბოროტების განხორციელებაა“. ასევე ცნობილია, რომ დანაშაულის დღეს კორტნიმ 14 წლის შვილს დამამშვიდებელი მისცა, შემდეგ კი აიძულა, ვიდეოში ეთქვა, თითქოს ის მთელი ღამე მის გვერდით იყო. თუმცა მოზარდმა აღიარა, რომ წამლის გამო ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა.

გამოძიებამ კორტნი და ბრედლი ბარტოლომიუს ექვსი მძიმე დანაშაულის ბრალდება წაუყენა, მათ უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

Back to top button