
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს 12:00-იდან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზემო წეროვანი, ნარეკვავი, წილკანი, ბიწმენდი, მისაქციელი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, ხოლო 12:00-იდან 16:00 საათამდე – სოფელ წეროვანში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.









