
“მისტერ ვალენტინი” ზურა კობიაშვილი, რამდენიმე დღის წინ სოფია კანდელაკზე ოფიციალურად დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი მანჰეტენზე ქართულ რესტორანში გადაიხადა. სოფია კანდელაკს და ზურა კობიაშვილის სიყვარულის ამბავი ხუთი წელი გრძელდებოდა, წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, სოფია ზურაზე გაცილებით უფროსია, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გაატარეს. თავიანთი სიყვარულის ამბავზე და ქორწილზე “პრაიმ ტაიმს” სოფია ამერიკიდან ესაუბრა.
– მე 25 წელია ამერიკაში ვცხოვრობ და 5 წლის წინ საქართველოში კბილების გასაკეთებლად ჩამოვედი. 35 კლინიკიდან საუკეთესო ავარჩიე და ზუსტად იმ კლინიკაში მივედი, სადაც ზურაც იკეთებდა კბილებს. რამდენჯერმე კლინიკაში შევხვდი, შემდეგ კი ოპერაში წავედი მეგობრებთან ერთად და მესამედ იქ შევხვდი. სწორედ მაშინ გავიგე რომ ოპერის მომღერალი იყო. ნომრები და სოციალური ქსელები გავცვალეთ. ამ ბიჭში ძალიან დიდი ხალისი და ბედნიერება დავინახე, შინაგანად ჩემი სული ვიცანი მასში და მეგობრულად ვუყურებდი. ვფიქრობდი რა კარგი, ხალისიანი და კულტურული ბიჭიამეთქი. რაღაც პერიოდის შემდეგ ბათუმში გადავედი საცხოვრებლად და მეორე დღეს, როცა ბულვარში სასეირნოდ გავედი, იქ შემხვდა ზურა. ათი დღით იყო ჩამოსული ბათუმში და ერთი საათიც არ გაუტარებია მეგობრებთან. ნოემბერში გამომიტყდა სიყვარულში. მანამდე უბრალოდ ფლირტი გვქონდა. ჩვენს შორის ასაკშიც დიდი განსხვავებაა და ესეც მაფიქრებდა, მაგრამ ამ ხუთი წლის მანძილზე მივხვდი, რომ წყვილს შორის ასაკობრივ სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
– ასაკობრივი სხვაობის გამო, სოციალურ ქსელში თქვენ და ზურა არაერთხელ გახდით ბულინგის მსხვერპლი…
– ბევრი იგესლებოდა, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების კარმა და ექსპერიმენტია, მე მივეცი ამ გამოცდილების უფლება თავს. ქართველ კაცებზე ძალიან მქონდა გული გაციებული, როცა საქართველოში დავბრუნდი, არავის არ ვიკარებდი, მხოლოდ ზურა მივიკარე. ხასიათით ძალიან შევეწყვეთ ერთმანეთს და ერთად ბედნიერები ვართ.
– რატომ გქონდათ გული აცრუებული ქართველ კაცებზე?
– ჩემი გამოცდილების და იმის გამო რასაც ვხედავ. მძიმე ხასიათი აქვთ ქართველ კაცებს, ქალებს ბოჭავენ თავისუფლებაში. ძალიან ემოციურები არიან და თავიანთ ჭაობში უნდათ რომ ჩაგითრიონ. მე ვინც მომცემს თავისუფლებას და მამყოფებს ისეთს, როგორიც ვარ. ასეთია სწორედ ზურა.
– რამდენი წელია ასაკობრივი სხვაობა თქვენს შორის?
– ათ წელზე მეტია ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა.









