
ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა, ამავე სკოლის კიდევ ერთ მოსწავლეს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
“ტვ პირველისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, შემთხვევა სკოლის დამხმარე ნაგებობაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს მოხდა. ირკვევა, რომ მე-10 კლასელი ბიჭები მე-9 კლასელ ბიჭს წარსულშიც აბულინგებდნენ.
როგორც წყარო ადასტურებს საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე ჩაერთო, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
წყარო: “ტვ პირველი”








