
ყურადღება, მშობლებო! დღეს ჰაერის ხარისხი არაჯანსაღია (AQI 164 – PM2.5 მაღალი დონე), – ამ შინაარსის პოსტს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი ავრცელებს.
„დღეს, თბილისში დაფიქსირებულია ჰაერის მძიმე დაბინძურება PM2.5 ნაწილაკებით — ეს არის მიკროსკოპული მტვერი, რომელიც ღრმად აღწევს ფილტვებში და სისხლშიც კი გადადის. რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან ბავშვები, ორსულები, ბრონქული ასთმით და გულ-ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონენი…
რა შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციამ:
ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება
ასთმის შეტევის პროვოცირება
ალერგიული რეაქციების გამწვავება
დაღლილობა, თავის ტკივილი
შეძლებისდაგვარად მოგაწვდით რეკომენდაციებს:
ქუჩაში თამაშები და ფიზიკური დატვირთვა შეზღუდეთ
ფანჯრები გააღეთ მხოლოდ ხანმოკლე დროით
ბავშვებს ჩაუტარდეთ ცხვირის სანაცია ფიზიოლოგიური ხსნარით
მიიღეთ ბევრი სითხე
შეძლებისდაგვარად გამოიყენეთ ჰაერის გამწმენდი
გარეთ გასვლისას – N95/FFP2 ნიღაბი… კვება ჯანსაღი:
ხილი, ბოსტნეული, ომეგა-3, ბევრი წყალი
ეს მდგომარეობა დროებითია, მაგრამ ასეთი დღეების რეგულარულობა ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.
გთხოვთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და განსაკუთრებით თქვენს ბავშვებზე,“ – წერს პედიატრი.









