
ბოლო პერიოდში ქართული და უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკატეგუის შესაძლო განშორება მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, სოციალურ ქსელებში ჯორჯინას ხშირი პოსტები და მინიშნებები მედიაში ეჭვებს აჩენს. ამ ყველაფერს დაემატა თოფურიას ბოლო ჩანაწერიც X-ზე, სადაც ის აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებაში რთულ ეტაპს გადის, რის გამოც დროებით აჩერებს UFC-ში გამოსვლებს. სწორედ ამ განცხადებამ გააძლიერა ეჭვები, რომ მებრძოლის პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებთან გვაქვს საქმე.
“მომავალი წლის პირველ ნახევარში არ ვიბრძოლებ. პირად ცხოვრებაში რთული პერიოდი მაქვს. მინდა ფოკუსირებული ვიყო შვილებზე და სიტუაცია რაც შეიძლება მალე მოვაგვარო. არ მინდა, რომ დივიზიონი დაყოვნდეს. UFC საჭირო ორთაბრძოლებს ჩანიშნავს, მე კი როგორც კი ყველაფერს მოვაგვარებ, UFC-ის შევატყობინებ და მზად ვიქნები, რომ დავბრუნდე” – წერს ილია თოფურია X პლატფორმაზე.
ილიას ამ წერილს UFC-ის მებრძოლი მაქს მაქს ჰოლოუეი გამამხნევებელი სიტყვებით გამოეხმაურა. ცნობისთვის, ილია მაქს UFC 308-ზე საჩემპიონო ორთაბრძოლაში დაუპირისპირდა, რომელიც მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
“შენს გამო ვწუხვარ ჩემპიონო. თუ ეს ის არის, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენ, ვიცი, როგორი ძნელია იბრძოლო მაშინ, როდესაც საკუთარ შვილებზე ზრუნავ. იმედია ყველაფერი კარგად დასრულდება,” – წერს მაქსი.









