
ევროკავშირმა გაყიდვიდან ამოიღო “შაუმას” ბრენდის შამპუნი, რომელიც მამაკაცებისთვის არის განკუთვნილი.
მიზეზი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ქიმიკატების შემცველობაა.
ინფორმაციას ორგანიზაცია “მომხმარებელთა უფლებების ცენტრი” სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“პროდუქტის შემადგენლობაში აღმოჩნდა 2-(4-tert-butylbenzyl) propionaldehyde (BMHCA) — ნივთიერება, რომელიც აკრძალულია კოსმეტიკაში.
გაითვალისწინეთ!
დეტალები პროდუქტის შესახებ იხილეთ: https://ec.europa.eu/safety-gate-alerts/screen/webReport/alertDetail/10096834?lang=en ” – ნათქვამია “მომხმარებელთა უფლებების ცენტრის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










