22 წლის ბიჭმა ენერგეტიკული სასმლის რეგულარულად მიღების შემდეგ სიარულის უნარი დაკარგა  - bbcnews.ge

22 წლის ბიჭმა ენერგეტიკული სასმლის რეგულარულად მიღების შემდეგ სიარულის უნარი დაკარგა 

25.11.2025

22 წლის რუსმა ბიჭმა ენერგეტიკული სასმელების წლების განმავლობაში მოხმარების შემდეგ სიარულის უნარი დაკარგა. ინფორმაციას გამოცემა NEXTA ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 8 წლის განმავლობაში ონლაინ თამაშების დროს ღამით ენერგეტიკული სასმელების რეგულარულად მიღების შემდეგ, 22 წლის ბიჭი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში აღმოჩნდა.

მან ერთი ქილით დაიწყო, შემდეგ კი დღეში რამდენიმე ქილაზე გადავიდა — ხშირად უზმოზე იღებდა.

მას პანკრეასის ნეკროზი განუვითარდა. ორგანომ ფაქტობრივად ლპობა დაიწყო, რამაც ყველაფერ დანარჩენზე იმოქმედა: დაზიანდა მისი ღვიძლი, ელენთა და ნერვული სისტემა.

ბიჭის დედის თქმით, მისმა შვილმა ერთ დღეს უბრალოდ ვერ შეძლო საწოლიდან ადგომა – მისი ფეხები აღარ რეაგირებდა.

ის ამჟამად სანქტ-პეტერბურგში რეაბილიტაციის კურსს გადის და სიარულს ხელახლა სწავლობს. ექიმების თქმით, გამოჯანმრთელების პერიოდი შესაძლოა ხანგრძლივი იყოს.

ამ ფონზე, მეცნიერები კიდევ ერთი რისკის შესახებ აფრთხილებენ საზოგადოებას: ტაურინი, რომელიც ენერგეტიკული სასმელების ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, შესაძლოა სისხლის კიბოს უჯრედების ზრდის დააჩქარებას შეუწყოს ხელი.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ლეიკემიის დროს ავთვისებიანი უჯრედები აქტიურად “იკვებებიან” ტაურინით.

რეკლამა
რეკლამის ადგილი