
გერმანიაში, დაგვიანებულმა მგზავრებმა ასაფრენ ბილიკზე მიმავალი თვითმფრინავის ფეხით დაწევა სცადეს, – ინფორმაციას, ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებთან ერთად, Dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, კიოლნ-ბონის აეროპორტში, Wizz Air-ის რეისზე 28 და 47 წლის მამაკაცებმა დაიგვიანეს, თუმცა ასაფრენ ბილიკზე გასვლა მოახერხეს და თვითმფრინავს ფეხით გაედევნნენ, რის შემდეგაც ისინი პოლიციამ დააკავა.
თვითმფრინავი გერმანიიდან რუმინეთის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო და, როგორც მედია იტყობინება, დაგვიანებული მგზავრებიც რუმინეთის მოქალაქეები არიან.
მედიის ცნობით, დაგვიანების მიუხედავად, თვითმფრინავმა რამდენიმე წუთის შემდეგ აფრენა მოახერხა და ბუქარესტში გრაფიკზე ადრე დაეშვა.







