ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა - bbcnews.ge
მსოფლიო

ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

ცნობილი გერმანელი მსახიობი, უდო კირი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მსახიობი კვირა დილით, კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა – მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსახიობმა პირველი კინოროლი 1966 წელს შეასრულა – 1970-იან წლებში კირი თანამშრომლობდა ისეთ ხელოვანებთან, როგორებიც იყვნენ პოლ მორისი და ენდი უორჰოლი; მოგვიანებით რაინერ ვერნერ ფასბინდერი და ლარს ფონ ტრიერი.

თითქმის 60 წლიანი სამსახიობო კარიერიის განმავლობაში, უდო კირმა მაყურებელს არაერთი დამამახსოვრებელი ფილმი აჩუქა – მათ შორის არის 1991 წელს გამოსული My Own Private Idaho, Ace Ventura: Pet Detective (1994), Blade (1998), Melancholia (2011) და Nymphomaniac (2013)

Back to top button