
ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი მაია ასათიანი ერთ-ერთ პოპულარულ პოდკასტს სტუმრობდა, სადაც საკუთარ ცხოვრებაზე, კარიერაზე, განვლილ გზაზე ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ვიდეოს ქვეშ კომენტარები მის გარეგნობაზეც დაიწერა, რასაც მაია ასათიანმა საჯაროდ უპასუხა:
“ამ ვიდეოს ქვემოთ კომენტარების ძირითადი ნაწილი არის თემაზე, რა მახინჯი ვარ, როგორ დავიმახინჯე თავი ფილერით, რომ ჯექსონს ვგავარ! ზოგი დამცინის, ზოგი ღვარძლს ანთხევს, ყველა ქალია, შვილებთან გადაღებული ფოტოებით. ადამიანის ხორცის მჭამელო ერო, მე მხოლოდ გიყვები, როგორ მოვიხადე თავიდან შავი შავი თავსაბურავი”

“თუ რამე საიდუმლო იცით, როგორ გავხდე ასეთი, მასწავლეთ!”










