"ბევრი ტრაგიკული ამბავი მაქვს ცხოვრებაში... ის ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, ყველა ოცნება აიხდინა" - ალექსანდრა პაიჭაძის გულახდილი აღსარება - bbcnews.ge
საზოგადოება

“ბევრი ტრაგიკული ამბავი მაქვს ცხოვრებაში… ის ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, ყველა ოცნება აიხდინა” – ალექსანდრა პაიჭაძის გულახდილი აღსარება

– დაბადების თარიღი…

– …1990 წლის 8 დეკემბერი.

– ჩემზე ამბობენ…

– …გიჟიაო. ზოგიერთ შემთხვევაში ის, რაც ჩემთვის ნორმაა, ოჯახის წევრებისთვის ნორმა არ არის.

– საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე…

– …ცხოვრება. არც ვიცი, ბევრი შეცდომა მაქვს თუ არა დაშვებული, ამაზე ზუსტი პასუხი წლების შემდეგ უფრო მეცოდინება. ამ ცხოვრებაში ხომ ყველა მოვლენა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ზოგჯერ ქცევას, რომელიც შეიძლება იმ წუთში მიზანშეწონილი არ არის, კარგი უკუკავშირი მოჰყვება. სად დავუშვი შეცდომა და სად არა? – ამას ალბათ სიკვდილის წინ მივხვდები.

– სიყვარული ეს…

– …კარგი რამეა. ამ სამყაროში ჰარმონიულად არსებობის პირველი კომპონენტია. ჩემთვის “შეყვარებულობა” მაშინ დაიწყო, როცა საკუთარი თავი შევიყვარე. მერე სხვა ადამიანების სიყვარულიც სხვა ხარისხში ავიდა. მივხვდი, რამხელა ძალაა ამ სამყაროში, რომელსაც შეუძლია, შენკენ ყველა და ყველაფერი კეთილშობილურად შემოატრიალოს.

– პირველად რომ შემიყვარდა…

– …ეს ამბავი თინეიჯერობის წლებში იყო. ერთი კარგი ბიჭი შემიყვარდა. გრძნობას დაუფარავად, კომპლექსების გარეშე გამოვხატავდი. მხოლოდ მამამ არ იცოდა ეს ამბავი და არც ვიცი, ასე რატომ მოხდა, დედამ დაუმალა და მერე ათას რამეს იგონებდა, მისთვის სათქმელად, სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, არ დავუმალავდი. სიყვარულთან ერთად ჩემში მოვიდა განცდა, რომ ვიყავი დიდი გოგო, ვიყავი საჭირო და ძვირფასი ადამიანი. იმ ასაკში ამ ყველაფრის გააზრება მნიშვნელოვანი იყო.

– ჩემი პირველი სიყვარული დასრულდა…

– …ბევრი ტრაგიკული ამბავი მაქვს ცხოვრებაში და ეს ერთ-ერთი მთავარია. ამ ადამიანმა სიკვდილს თვალებში ჩახედა და ერთი წელი იბრძოდა, რომ გადარჩენილიყო. შემდეგ ის დაბრუნდა საქართველოში და ჩვენ ერთმანეთს – უკვე სხვადასხვა ადამიანი შევხვდით. მერე დიდი ხანი მქონდა ტკივილი, მაგრამ გადავიტანე. ის ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს, ყველა ოცნება აიხდინა.

– ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი…

– …ხელში ავიყვანდი საკუთარ თავს და კარგად ვივარჯიშებდი, ამ მხრივ ძალიან გაზარმაცებული ვარ. პანდემიის პერიოდში აქტიურად ვვარჯიშობდი, მას შემდეგ, რაც კორონა შემხვდა, მოდუნებული ვარ.

სრულად წაიკითხეთ აქ

Back to top button