"ჩემი ცოლი მიწაზე იწვა, სახე სისხლით ჰქონდა დაფარული" - ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ვარდება ქალი ატრაქციონიდან - bbcnews.ge
მსოფლიო

“ჩემი ცოლი მიწაზე იწვა, სახე სისხლით ჰქონდა დაფარული” – ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ვარდება ქალი ატრაქციონიდან

მედიაში ვრცელდება სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ვარდება ქალი “ამერიკული მთების” ატრაქციონიდან. უბედური შემთხვევა შვედეთში, სტოკჰოლმში გასართობ პარკში მოხდა.

გამოცემა Metro-ს ცნობით, ქალი ადგილზე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ატრაქციონის რელსის საყრდენი გატყდა, რამაც მატარებლის უეცარი გაჩერება და ნაწილობრივი ლიანდაგიდან გადასვლა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა.

ტრაგიკული ინციდენტი 2025 წლის 25 ივნისს მოხდა, სათვალთვალო კამერის ჩანაწერი კი მედიაში ახლა გავრცელდა.

“საშინელება იყო ჩემი ცოლის ვაგონიდან გადმოვარდნის ყურება, განსაკუთრებით ასეთი სიმაღლიდან… როდესაც დავინახე, მიწაზე იწვა, სახე სისხლით ჰქონდა დაფარული. არ ვიცოდი, გადარჩა თუ არა. საშინელი სანახავი იყო”, – განუცხადა დაღუპულის მეუღლემ ადგილობრივ მედიას.

Back to top button