
მაშინ, როდესაც სიზმრები გაღვიძებისთანავე ქრება, თურქული სერიალი Eşref-i Rüya ერთ დიდ სიზმრად იქცევა, რომელსაც ვერასდროს ივიწყებ. სერიალი გვიამბობს შეყვარებული წყვილის დაუჯერებელ შეხვედრაზე. მათი გზა სავსეა გამოცდებით, საიდუმლოებებით და იმ არჩევნებით, რომლებიც სიცოცხლესა და ბედისწერას ცვლიან.
სერიალის ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები ტიკ-ტოკზე განსაკუთრებულად პოპულარულია. გადავწყვიტეთ მთავარ გმირზე, ბევრი საინტერესო ისტორია მოგიყვეთ.
დემეთ ოზდემირი თურქული სერიალების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ვარსკვლავია. მსახიობის ფილმოგრაფია ყოველწლიურად ახალი, შთამბეჭდავი პროექტებით ივსება, ხოლო მისი თაყვანისმცემლების რაოდენობა მსოფლიოში სწრაფად იზრდება.
დემეთ ოზდემირი დაიბადა 1992 წლის 26 თებერვალს, იზმითში. ის ოჯახში მესამე შვილი იყო. მსახიობს ჰყავს უფროსი ძმა, ვოლკანი და და, დერია. გოგონას მშობლები მაშინ დაშორდნენ, როდესაც ის რვა წლის იყო. უფროს დასთან და დედასთან ერთად დემეთი სტამბოლში გადავიდა საცხოვრებლად. დერია პროფესიონალურად ცეკვავდა და სწორედ ამით არჩენდა მთელ ოჯახს. სწორედ ის იყო დიდი ხნის განმავლობაში უმცროსი დის კერპი. სკოლაში სწავლისას დემეთმაც დაიწყო ცეკვის კურსებზე სიარული, მაგრამ მას არასოდეს უნდოდა ამ სფეროში პროფესიონალი გამხდარიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც დერია დაქორწინდა, მის უმცროს დას მოუწია მატერიალური საზრუნავის საკუთარ თავზე აღება.
დერიას ყოფილ მენეჯერთან დაკავშირების შემდეგ, დემეთმა სამსახური იშოვა. მალე ოზდემირის მეგობრებმა ურჩიეს მას სამსახიობო სფეროში ეცადა თავი. რჩევებს მოუსმინა და ჩაეწერა შაჰიკა თექანდის თეატრალურ სტუდიაში, სადაც სწავლას სამსახურთან აერთიანებდა.
“სანამ მსახიობი გავხდებოდი, ცეკვით ნაშოვნი ფული სამსახიობო გაკვეთილებში ჩავდე და ორი წლის სწავლის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ჩემი სურვილი მსახიობობაა და რომ საბოლოოდ აღმოვაჩინე ჩემი ნამდვილი ვნება”, – იხსენებდა ოზდემირი.
კინოში დემეთ ოზდემირის დებიუტი 2013 წელს შედგა. სწორედ მაშინ მიიღო მან აილინის როლი ფანტასტიკურ სერიალში “გამხელილი საიდუმლო”. შემდეგი პროექტი იყო გახმაურებული სერიალი – “ქურთ სეითი და ალექსანდრა”. ხოლო 2015 წელს ოზდემირი ერთდროულად ორ ფილმში გადაიღეს, რომლებმაც მას პოპულარობა მოუტანა. თავდაპირველად ეკრანებზე გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი “დაპირება შეასრულე”, შემდეგ კი დემეთმა მთავარი როლი შეასრულა სერიალში “მარწყვის სურნელი”.









