"იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს" - რას ამბობს ადვოკატი დაკავებული ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის შესახებ - bbcnews.ge
Faceამბები

“იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს” – რას ამბობს ადვოკატი დაკავებული ჟურნალისტის, გიორგი მამნიაშვილის შესახებ

“იზო­ლა­ტორ­ში გა­ა­შიშ­ვლეს და ბუქ­ნე­ბი აკე­თე­ბი­ნეს” – ამის შე­სა­ხებ ად­ვო­კა­ტი თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტის, გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლის შე­სა­ხებ წერს.

მამ­ნი­აშ­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

“გამ­თე­ნი­ი­სას, და­კა­ვე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის შემ­დგომ, დიღ­მის იზო­ლა­ტორ­ში შე­ა­სახ­ლეს და მო­ვი­ნა­ხუ­ლე “ტვ პირ­ვე­ლის“ ჟურ­ნა­ლის­ტი — გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლი.რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, მას ედა­ვე­ბი­ან პო­ლი­ცი­ე­ლის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას.ჯერ­ჯე­რო­ბით საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ გად­მოგ­ვცე­მია.არ­სე­ბი­თად და­ირ­ღვა გი­ორ­გი მამ­ნი­აშ­ვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი: გი­ორ­გის გან­მარ­ტე­ბით, და­კა­ვე­ბის მო­მენ­ტი­დან, მათ შო­რის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში ყოფ­ნი­სას, ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სა და იზო­ლა­ტორ­ში შე­სახ­ლე­ბი­სას – მუდ­მი­ვად ითხოვ­და ად­ვო­კატ­თან და­კავ­ში­რე­ბას, რის უფ­ლე­ბა­საც არ აძ­ლევ­დნენ.

იზო­ლა­ტორ­ში გა­ა­შიშ­ვლეს და ბუქ­ნე­ბი აკე­თე­ბი­ნეს. ორი­ვე ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა კა­ნო­ნით არის პირ­და­პირ აკ­რძა­ლუ­ლი.ვე­ლო­დე­ბით სა­სა­მარ­თლოს ჩა­ნიშ­ვნას”, – წერს მი­გი­ნე­იშ­ვი­ლი.

Back to top button