ვინც ხშირად რეცხავს ჭურჭელს, კარგ ხასიათზეა და სტრესი არ სტანჯავს – მეცნიერული დასკვნა - bbcnews.ge
საინტერესო

ვინც ხშირად რეცხავს ჭურჭელს, კარგ ხასიათზეა და სტრესი არ სტანჯავს – მეცნიერული დასკვნა

ადამიანების დიდ ნაწილისთვის ჭურჭლის რეცხვა ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო საქმეა, მაგრამ თურმე, ეს საქმე შეიძლება შევიყვაროთ, რადგანაც ახალი კვლევის მიხედვით, ის გვეხმარება განტვირთვაში და დამღლელი დღის ბოლოს სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა.

ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თუ დამღლელი დღის ბოლოს ჭურჭელს გარეცხავთ, სტრესისგან გათავისუფლდებით, გონებას დაასვენებთ, კარგ ხასიათზე დადგებით და თავს უფრო კარგად იგრძნობთ.

კვლევა ჟურნალ Mindfulness–ში გამოქვეყნდა და მასში ნათქვამია, რომ თუ გინდათ, სწრაფად და მარტივად გათავისუფლდეთ დაძაბულობისგან, ჭურჭელი ხშირად უნდა გარეცხოთ.

მეცნიერების თქმით, ჭურჭლის რეცხვით ადამიანები ისე თავისუფლდებიან სტრესისგან და დეპრესიისგან, რომ ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვთ.

ადამიანის განწყობაზე განსაკუთრებით დადებით გავლენას ახდენს ჭურჭლის სარეცხი საშუალების სუნი და წყლის ტემპერატურა.

მკვლევრების თქმით, განსაკუთრებულ სარგებელს ჭურჭლის რეცხვით მაშინ ვიღებთ, თუ მთლიანად ვკონცენტრირდებით ჭურჭლის რეცხვაზე და არაფერზე არ ვიფიქრებთ.

„ასეთ შემთხვევაში თქვენი გონებიდან ყოველგვარი ნეგატივი განიდევნება, პოზიტივით ივსებით, სასიამოვნო განცდა გაქვთ და თავს კარგად გრძნობთ“, – ნათქვამია კვლევის დასკვნაში.

Back to top button