"უმძიმესი ტრაგედია მოხდა! შოკირებული და განადგურებული ვარ მომხდარით... თითქმის მისული იყო სამსახურამდე, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - რას ჰყვებიან დაღუპულ ბიჭზე? - bbcnews.ge
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია მოხდა! შოკირებული და განადგურებული ვარ მომხდარით… თითქმის მისული იყო სამსახურამდე, როცა ეს ტრაგედია მოხდა” – რას ჰყვებიან დაღუპულ ბიჭზე?

ფოთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბიჭის, 22 წლის თომა პაჭკორიას სიცოცხლე ემსხვერპლა. მასთან ერთად მანქანაში მყოფი პირი კი დაშავდა, ის ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ევაკუატორს შეეჯახა, მოსრიალდა და შემდეგ ტრაილერს დაეჯახა. ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე დაიღუპა. დაშავებული პირი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ავარიის უმძიმესი კადრებიც გავრცელდა სოციალურ ქსელში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და საავტომობილო გზაზე მოძრაობა კარგა ხანს შეზღუდული იყო. ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ფოთელია და როგორც შევიტყვეთ, ამ დილით სამსახურში მიდიოდა, როცა ეს უბედურება დატრიალდა.

“უმძიმესი ტრაგედია მოხდა. შოკირებული და განადგურებული ვარ მომხდარით. ჩვენი კარგი მეგობარი, თომა აღარ გვყავს. სამსახურში მიდიოდა ამ დილით, ფოთში, ქარხანაში მუშაობდა. თითქმის მისული იყო სამსახურამდე, მეშვიდე კილომეტრში მოხდა ეს უმძიმესი ავარია. როგორც გავიგე, ჩქარა მიდიოდა, მოუსრიალდა მანქანა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანის უკანა ნაწილი ევაკუატორს მიარტყა და მანქანა შუაზე გაიხსნა. თომა ადგილზე გარდაიცვალა, როგორც ვიცი, მანქანაში იყო კიდევ ერთი პირი, რომელიც გადარჩა, საავადმყოფოშია გადაყვანილი. განაგრძეთ კითხვა>>>>

Back to top button