
ანა კეპნერი, მოზარდი, რომელიც ამ თვეში Carnival Horizon-ის საკრუიზო გემზე გარდაცვლილი იპოვეს, ასფიქსიის შედეგად დაიღუპა – ამის შესახებ პოლიციამ ABC News-ს განუცხადა. გამოძიებასთან დაახლოებული პირის თქმით, მოზარდს კისერზე ჩალურჯება აღენიშნებოდა, რაც სავარაუდო ძალადობაზე მიუთითებს.
ინსაიდერის თქმით, ცხედარს სექსუალური ძალადობის აშკარა ნიშნები არ აღენიშნებოდა და ორგანიზმში არც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის კვალი არ იყო.
ოფიციალური პირების ცნობით, კეპნერი 8 ნოემბერს Carnival Horizon-ის საკრუიზო გემზე გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ცხედარი, საწოლის ქვეშ, საბანში იყო გახვეული და ზემოდან სამაშველო ჟილეტები ეფარა.
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, შესაძლოა ბრალი კენპერის ნახევარ-ძმას წაუყენონ. სავარაუდოდ, 16 წლის ბიჭს დის მიმართ საშინელი აკვიატება ჰქონდა.
“ის თითქოს შეყვარებული იყო… გიჟურად უნდოდა მასთან ურთიერთობა” – განაცხადა კეპნერის ყოფილი შეყვარებულის მამამ. განაგრძეთ კითხვა>>>








