"ქართული ოცნების" დეპუტატი 38 წლის ასაკში დაქორწინდა - ვინ არის ლევან მაჭავარიანის რჩეული  - bbcnews.ge
საზოგადოება

“ქართული ოცნების” დეპუტატი 38 წლის ასაკში დაქორწინდა – ვინ არის ლევან მაჭავარიანის რჩეული 

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტი, ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი ანი ბე­ბოშ­ვი­ლია. რო­გორც ირ­კვე­ვა, ანი პარ­ლა­მენ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია, მას კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

38 წლის მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მე-10 და მე-11 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რია.

ლე­ვან მა­ჭა­ვა­რი­ან­მა 2007 წელს და­ამ­თავ­რა კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბიზ­ნეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ფა­კულ­ტე­ტი (სპე­ცი­ა­ლო­ბა ფი­ნან­სე­ბი), ხოლო 2010 წელს გა­ი­ა­რა თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჯორჯ ვა­შინგტო­ნის სა­ხე­ლო­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა (პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯმენ­ტი).[4] 2005 – 2009 წლებ­ში იყო შპს „ბა­გე­ბი სითი ჯგუ­ფის“ პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი. 2010 – 2011 წლებ­ში – „თი­ბი­სი ლი­ზინ­გის“ საკ­რე­დი­ტო მე­ნე­ჯე­რი. 2011 – 2012 წლებ­ში იყო ანა­ლი­ტი­კი­სა და ბი­უ­ჯე­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი „დიპ­ლო­მატ ჯორ­ჯი­ა­ში“.

2014 – 2015 წლებ­ში იყო ჰი­პერ­მარ­კე­ტი „კარ­ფუ­რის“ ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი. 2015 წელს მუ­შა­ობ­და ჰი­პერ­მარ­კე­ტი „გუდ­ვი­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ[5] 2015 – 2020 წლებ­ში იყო „დომ­სონს ენ­ჯი­ნე­ა­რინ­გის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი, 2015 – 2021 წლებ­ში კი შპს „სე­ტან­ტა ჯორ­ჯი­ას“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. 2012 – 2017 წლებ­ში იყო „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი. 2017 – 2021 წლებ­ში იყო “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხარ­დამ­ჭერ­თა კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი. 2021 – დღემ­დე არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მდივ­ნის მო­ად­გი­ლე/თბი­ლი­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი არის “სე­ტან­ტა ჯორ­ჯი­ას” 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­დან ხელ­ფა­სის სა­ხით მი­ღე­ბუ­ლი აქვს 30 970 ლარი, ხოლო “მე­დია ჰაბი სე­ილ­სჰა­უ­სის­გან”, სა­დაც ფი­ნან­სურ მრჩევ­ლად იყო – 42 604 ლარი. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 22000 საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქვს და­ხარ­ჯუ­ლი, ხოლო 22300 სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ხარ­ჯე­ბად არის მი­ღი­ღე­ბუ­ლი

Back to top button