"უჰ, ამ რეცეპტით სასწაული გამოდის... უგემრიელესია!" - საქონლის ხორცის ჩაშუშულის რეცეპტი - bbcnews.ge
კულინარია

“უჰ, ამ რეცეპტით სასწაული გამოდის… უგემრიელესია!” – საქონლის ხორცის ჩაშუშულის რეცეპტი

რეცეპტი: IFIF ANA

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი – 1 კგ
  • ხახვი – 3 თავი
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 3 ცალი
  • ტომატ-პასტა – 2 ჩკ
  • პომიდვრის წვენი – 100 გ
  • კარაქი – 150 გ
  • ხმელი ქინძი – 1 ჩკ
  • ყვითელი ყვავილი – 1 ჩკ
  • ნიორი – 3 კბილი
  • ქინძი – 1 კონა
  • მარილი და წიწაკა

მომზადების წესი

მოვხარშოთ ხორცი, ბულიონი გადავინახოთ, ხორცი კი ჩავხრაკოთ კარაქში. ხახვი კარაქსა და ზეთში მოვთუშოთ, დავუმატოთ ბულგარული. ერთად ვშუშოთ რამდენიმე წუთი. როგორც კი ხახვი ჩადნება და გახდება გამჭვირვალე დავუმატოთ ხორცს შემდეგ ვუმატებთ სუნელებს, ტომატ პასტას და პომიდვრის წვენს. დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ დავასხათ ბულიონი, ისე რომ ხორცს ოდნავ ფარავდეს, დაბალ ცეცხლზე ვადუღებთ სანამ თავზე ცხიმს არ მოიყენებს. დავამატოთ დანაყილი ქინძი ნივრით,მარილი და წიწაკა გემოვნებით. კერძი მზად არის ,სუფრაზე გატანისას ზემოდან მოაყარეთ ნედლი მწვანილი და მწვანე პილპილი.

წყარო: gemrielia.ge

Back to top button