საზოგადოება

“საბავშვო ბაღის თანამშრომლებო, აი, ესაა ის უნარები, რაც ბავშვს უნდა განუვითარდეს და არა წერა-კითხვა, ანგარიში ან უაზროდ უცხო ენაზე ფრაზების წარმოთქმა”

დიან რობსონი 2 შვილის დედაა, კანადელი, ნახევარ განაკვეთზე ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობს. დანარჩენ დროს დიასახლისობასა და შვილების აღზრდას უთმობს. ის გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, რომელიც დროთა განმავლობაში საკუთარ შვილებთან ურთიერთობის დროს დააგროვა. დიანი საკმაოდ აქტიური დედაა, საკუთარი ბლოგიც აქვს და არაერთი წიგნიც გამოვიდა დედებისთვის პრაქტიკული რჩევებით.

მის ერთ ვაჟს ჰიპერლექსიის პრობლემა აწუხებს, აქვს მეორეს ბიჭს კი – აუტისტისტური სპექტრის აშლილობა. დიანმა თავი მოუყარა მიღებულ გამოცდილებას და 50 მოკლე ჩანაწერის სახის გვიზიარებს მას. სხვათა შორის, ეს ჩამონათვალი ძალიან პოპულარულია მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოშიც. ეს რჩევები ქართველმა ფსიქოლოგებმაც გაუზიარეს საზოგადოებას.

“საბავშვო ბაღის მესვეურნო და თანამშრომლებო, აი ესაა ის უნარები, რაც ბავშვს უნდა განუვითარდეს და არა წერა-კითხვა, ანგარიში ან უაზროდ უცხო ენაზე ფრაზების წარმოთქმა. უნარები, რომლებიც თამაშით უნდა განივითარონ ბავშვებმა!” – წერს ფსიქოლოგი ნატა მეფარიშვილი.

“უნარები, რომელზეც წესით ყველა! ბაღი უნდა მუშაობდეს. შემდეგ სკოლა, განსაკუთრებით დაწყებითი კლასები.

წერა, კითხვა, ალგებრა, ფიზიკა, ფრანგული, ჰამლეტის დადგმა და ა.შ. ნამდვილად არსად არ წერია

მაგრამ თუ არც ერთ აღნიშნულ ეტაპზე არ მოხდა მსგავსი სასწაული (–), არასდროს არაა გვიან და მაღალი კლასის მასწავლებლებმაც იგივეს უნდა მიხედონ ჯერ- მერე ბავშვის ლანძღვა (ოჯახიანად) და წივილ-კივილი, მანდატურების შემოყვანა (…) არ მოუწევთ.” – წერს ბავშვის განვითარების ინსტიტუტის წარმომდგენელი ნატა ძაძამია.

კითხვის გაგრძელება

Back to top button