
2025 წლის დეკემბერი ლომებისთვის ნათელი ემოციების, შთაგონებისა და სასიამოვნო ცვლილებების თვე იქნება. წლის ბოლო არაერთ სიურპრიზსა და საინტერესო დღეს გიმზადებთ. ეს თქვენთვის გამორჩეული შეხვედრების, აღიარების, ახალი პროექტებისა და მოულოდნელი შესაძლებლობების დროა.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, 2025 წლის დეკემბერში სიცოცხლისუნარიანობის, თავდაჯერებულობისა და სიხარულის მოზღვავებას იგრძნობთ. ეს თვე კომუნიკაციითა და ახალი შესაძლებლობებით საკმაოდ დატვირთული იქნება. ყურადღების ცენტრში თქვენი ჰოროსკოპის მე-5 და მე-11 სახლებია. ისინი სიხარულზე, მეგობრობაზე, შემოქმედებითობასა და სოციალურ ცხოვრებაზე არიან პასუხისმგებელნი. ამიტომ, ეს თვე საკუთარი თავის გამოხატვის, ოცნებების რეალიზებისა და იმ საქმეების დაწყების შესაძლებლობას გაძლევთ, რომელზეც დიდი ხანია, ფიქრობთ.
4 დეკემბერს სავსე მთვარე თქვენი ჰოროსკოპის მე-11 სახლში იქნება, რაც გაძლევთ შესაძლებლობას, ურთიერთობები გააუმჯობესოთ, საბოლოოდ გაარკვიოთ სადავო საკითხები და დაემშვიდობოთ მათ, ვისაც თქვენს ცხოვრებაზე ცუდი გავლენა აქვს.
გარდა ამისა, 2025 წლის ბოლო თვეს შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც პირად და პროფესიულ სფეროში თქვენზე დადებით გავლენას მოახდენს და სასიამოვნო თავგადასავალს შეგიქმნით.
10 დეკემბერს, პლანეტა ნეპტუნი, რომელიც დიდი ხანია, თქვენს ფინანსურ სექტორშია, რეტროგრადულ მოძრაობას ამთავრებს. ეს კი თქვენთვის ფინანსური დაწინაურების ეტაპი იქნება. შესაძლოა, ბონუსი მიიღოთ, პოზიცია შეიცვალოთ, დამატებითი საქმე ნახოთ, არსებულმა პროექტებმა გაამართლოს. 2026 წლის იანვრის ბოლოსთვის ნეპტუნი საბოლოოდ დატოვებს ამ სექტორს და ფინანსური საკითხები შფოთვის წყარო აღარ იქნება…ვრცლად






