„კეფა ამტკივდა და წნევის ბრალი იქნება, ეს არის ყველაზე დიდი და სამარცხვინო მითი" - ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი - bbcnews.ge
საზოგადოება

„კეფა ამტკივდა და წნევის ბრალი იქნება, ეს არის ყველაზე დიდი და სამარცხვინო მითი” – ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი

„პირველ არხთან“ საუბრისას ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი საუბრობს იმის შესახებ, რომ წნევა თავის ტკივილს არ იწვევს:

„ადრე მიაჩნდათ, რომ არტერიული წნევა 120 ვიღაცისთვის იყო მაღალი და ვიღაცისთვის დაბალი. აღმოჩნდა, რომ წნევას აქვს საერთაშორისო ნორმა და არ არსებობს ქართული ნორმა. ვისაც აქვს დაბალი წნევა და 120-ზე ცუდად არის, ე.ი. ცუდად რომ არის, იმიტომ აქვს ეს წნევა. თავის ტკივილის მიზეზი წნევა არასდროს არის, 180-იც კი. მაგრამ თავის ტკივილის გამო გამოიყოფა ჰორმონები ნეიროშუამავლები და ადრენალინი, რაც იწვევს წნევის მომატებას. წნევა არის შედეგი და არა მიზეზი თავის ტკივილის. შესაბამისად, კეფა ამტკივდა და წნევის
ბრალი იქნება, ეს არის ყველაზე დიდი და სამარცხვინო, დამაზიანებელი მითი. კისრის გადაღებაც… ათასი თავის ტკივილიანი პაციენტი მოდის ჩვენთან, მაგრამ შეიძლება, ათასში ერთხელაც არ დამჭირდეს კისრის გადაღება…“

Back to top button