სკანდალური ქორწილის შემდეგ, მეორე ცოლმა დუმილი დაარღვია - bbcnews.ge
მსოფლიო

სკანდალური ქორწილის შემდეგ, მეორე ცოლმა დუმილი დაარღვია

ოქ­ტომ­ბერ­ში ჩეჩ­ნეთ­ში გა­მარ­თულ­მა გრან­დი­ო­ზულ­მა ქორ­წილ­მა მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო არა პა­ტარ­ძლის სი­ლა­მა­ზით, არა­მედ პირ­ვე­ლი ცო­ლის, ლიმ­და იბ­რა­გიმო­ვას ცეკ­ვით. მისი პრო­ტეს­ტი, რო­მე­ლიც შავი კა­ბი­თა და წი­თე­ლი თავ­საფ­რით იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი, მა­ლე­ვე იქცა „მო­ღა­ლა­ტე ქმრის­თვის“ პა­ტი­ე­ბის სიმ­ბო­ლოდ და გან­ხილ­ვის საგ­ნად. თუმ­ცა, ამ დრა­მა­ტულ ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბობს კი­დევ ერთი მთა­ვა­რი გმი­რი – ქალი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლაფ­რის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა.

მე­ო­რე ცოლ­მა ინ­სტაგ­რა­მის ახა­ლი პრო­ფი­ლი ქორ­წი­ლის გარ­შე­მო ატე­ხი­ლი სკან­და­ლის შემ­დეგ გა­ა­კე­თა. Khaatuewa ასე ჰქვია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, MMA მებ­რძო­ლის, იმ­რან ჟუ­ლა­გო­ვის მე­ო­რე ცოლს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­კი­თხვი­სა და ბრალ­დე­ბე­ბის ფონ­ზე, მან დუ­მი­ლი და­არ­ღვია და Instagram-ის სა­კუ­თარ ბლოგ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ემო­ცი­უ­რი და გა­ბე­დუ­ლი სტა­ტუ­სე­ბი, სა­დაც გან­მარ­ტავს თა­ვის არ­ჩე­ვანს, გან­ვლი­ლი გზის სირ­თუ­ლეს და სა­უბ­რობს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე პირ­ველ ცოლ­თან. მისი ის­ტო­რია ამ ამ­ბის მე­ო­რე მხა­რეს აჩ­ვე­ნებს.

ორი ცოლი, ერთი მა­მა­კა­ცი: “ჩვენ მტრე­ბი არ ვართ – ჩვენ სიმ­შვი­დე ავირ­ჩი­ეთ”

სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი მო­ლო­დი­ნი იყო ორ ქალს შო­რის შუღ­ლი და და­პი­რის­პი­რე­ბა. Khaatuewa-ს თქმით, ბევ­რს ეგო­ნა, რომ მათ შო­რის „სი­ცი­ვე“ იქ­ნე­ბო­და და გვერ­დიგ­ვერდ დგო­მა­საც ვერ შეძ­ლებ­დნენ, მაგ­რამ მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი პოს­ტი სწო­რედ ამ სტე­რე­ო­ტი­პის მსხვრე­ვას ეძღვნე­ბა:

“დღეს ამ ფო­ტოს იმი­ტომ არ ვდებ, რომ თავი გა­მო­ვი­ჩი­ნო, არა­მედ იმის საჩ­ვე­ნებ­ლად, რომ ქა­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად უფრო ბრძე­ნი იყ­ვნენ, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნებს ჰგო­ნი­ათ. ჩვენ მტრე­ბი არ ვართ. ჩვენ ერთი მა­მა­კა­ცის ორი ცოლი ვართ, რომ­ლებ­მაც შური კი არა, სიმ­შვი­დე ავირ­ჩი­ეთ.“

მე­ო­რე ცოლი აღი­ა­რებს, რომ ეს არ­ჩე­ვა­ნი იოლი არ ყო­ფი­ლა. იყო “ცრემ­ლე­ბი, ეჭ­ვე­ბი, გან­საც­დე­ლე­ბი“, მაგ­რამ ეს გზა სა­ბო­ლო­ოდ პა­ტი­ვის­ცე­მით დას­რულ­და. ის მად­ლი­ე­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს ლიმ­დას მი­მართ:

“მად­ლი­ე­რი ვარ მისი სიმ­ტკი­ცის­თვის, ღირ­სე­ბის­თვის და კე­თი­ლი გუ­ლის­თვის. დაე, ყვე­ლა ოჯახ­ში იყოს მშვი­დო­ბა და ყვე­ლა ქალ­მა იპო­ვოს სუ­ლის სიმ­შვი­დე, თუნ­დაც მისი გზა სხვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყოს. მთა­ვა­რია, ალა­ჰი ხე­დავ­დეს ჩვენს გან­ზრახ­ვას.“ განაგრძეთ კითხვა

Back to top button