ტვინის მკვებავი და ვითომ გულის მკვებავი პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს - თემურ მიქელაძე - bbcnews.ge
საზოგადოება

ტვინის მკვებავი და ვითომ გულის მკვებავი პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს – თემურ მიქელაძე

მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ომეგა 3-ის ტიპის მედიკამენტის ან ანტიჰელმინთური პრეპარატების მიცემამ, მკვეთრად შეამცირა ის სიმპტომები, რომელიც ბავშვს ჰქონდა და გააუმჯობესა ბავშვის ფსიქო-ემოცური მდგომარეობა, შესაძლოა, ეს პლაცებოს ეფექტია, მაგრამ ისინი ხშირად საუბრობენ ამაზე და ხშირად იყენებენ აღნიშნულ მედიკამენტებს პრაქტიკაში, როცა ბავშვი მეტად გაღიზიანებულია, – ამ თემასთან დაკავშირებით, პედიატრი თემურ მიქელაძე რადიო ფორტუნას ეთერში საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი რეკომენდაცია თქვენ არცერთ ფუნდამენტურ სახელმძღვანელოში არ შეგხვდებათ.

რაც შეეხება ომეგა ომეგა 3-ის მიღებას, მსგავსი რეკომენდაცია თქვენ არცერთ ფუნდამენტურ სახელმძღვანელოში არ შეგხვდებათ.

მას ე.წ. ტვინის მკვებავს ეძახიან, მაგრამ ტვინის მკვებავი და ვითომ გულის მკვებავი პრეპარატები ბუნებაში არ არსებობს, ეს ტყუილად გადაყრილი ფულია.

მთავარი ჯანმრთელობა ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, ფიზიკური აქტივობაა. წლის განმავლობაში 1 თევზი თუ მიიღო ბავშვმა, იმდენ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას მიიღებს, რაც მთელი წლის განმავლობაში, შეიძლება, პრეპარატის სახით მისცენ მას.

ეს წამლები, ეს პრეპარატები ე.წ. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის, არცერთ ლიტერატურაში არ შეგხვდებათ. მე და ჩემი კოლეგები ვცდილობთ, რომ მოსახლეობას ფუნდამენტურ წყაროებზე დაყრდნობილი ინფორმაცია მივაწოდოთ. ხშირად, ჩემს მიერ, ჩემი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ბევრი კომენტარი მოჰყვება ხოლმე და გავითვალისწინოთ, რომ სოციალურ ქსელში ნებისმიერი სოციუმის ადამიანია და ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, საზოგადოებამ ეს ინფორმაციები ფუნდამენტურ წყაროებზე გადაამოწმონ.

Back to top button