
მეგა ტვ-ის ინფორმაციით ხონში ავარიას 27 წლის ქალი ემსხვერპლა. როგორც ადგილობრივები ყვებიან ავარიის მომენტში ქალი ავტომობილში 2 შვილთან ერთად იმყოფებოდა. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხიდ-ბოგის შეეჯახა. ავარიის შედეგად ავტომობილი ამბრუნდა, ქალი დაიღუპა, ხოლო ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარია ხონი-კონტუათის გზაზე მოხდა. გარდაცვლილი თამუნა შენგელიაა, მას ახლობლები ემშვიდობებიან.
“ისევ შავები ისევ ტრაგედია ისევ ტკივილი უსაშველო ტკვილი
ისევ გლოვა ჩვენს სანათესაოში
ოქროს გოგო გამოგვეცალა ხელიდან ტკბილი მოსიყვარულე
რით ვერ გაძეხი სიკვდილო
როგორ მენანები როგორ მებრალები
”
“რა უსამართლოა ცხოვრება ძალიან დამწყდა გული
უფალს ებარებოდე თამო
ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას საშინელება მოხდა
ესეთი ანგელოზები ნადრევად არ უნდა კვდებოდნენ ღმერთო არა
არ ვიცი რა ვთქვა მშვიდად განისვენე თამო სადაც მართალნი განისვენებენ
“
წყარო: Megatv.ge









