
ხალხნო, თქვენი დახმარება მჭირდება
დიდი ხანია ვფიქრობ დავწერო თუ არა, ეხლაც, რoცა ვწერ ყველაფერი მიკანკალებს…
ხალხნო, თქვენი დახმარება მჭირდება – ჩემს 20 წლის ძმას, სრულიად შემთხვევით აღმოვუჩინეთ წარმონაქმნი, რომელიც საჭიროებს ისეთ კვლევებს და შემდგომ გადაუდებელ ოპერაციას, რომელიც, სამწუხაროდ, არ ტარდება ჩვენს ქვეყანაში – Ga-68 Dotatate PET/CT (ეს აპარატი არ დგას საქართველოში) გამომდინარე ჩემი პროფესიული კუთხიდან და გათვალისწინებით ჩემი კოლეგების თავდაუზოგავი შრომისა, გასული ვარ საჭირო კონტაქტებზე.
კვლევა დაგეგმილია 24 ნოემბერს, დადებითი დინამიკის შემთხვევაში ჩატარდება სასწრაფო ოპერაცია თურქეთში 25 ნოემბერს (ყველაზე ხელმისაწვდომ და ჩვენთვის საიმედო კლინიკაში)
მეგობრებო, კოლეგებო, ნათესავებო გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ ჩემი ცხოვრების ამ ურთულეს ეტაპზე, ყველაფერს საქმით თუ ფინანსურად აუცილებლად დავაბრუნებ!
საჭირო თანხა 32000 USD.
ვიცი, ყველას თავისი პრობლემა აქვს, ვიცი, რომ რთული ცხოვრება გვაქვს ისედაც, მაგრამ ვბედავ და ხელების კანკალით ვწერ ეხლა ამ ყველაფერს, მეც ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მსგავსი სიტუაცია დამიდგებოდა.
გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი 20 წლის ძმის გამოჯანმრთელებაში! მას ხომ ბევრი ლამაზი და ბედნიერი წლები წინ აქვს!
წარმოვადგენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას. თან დავურთავ ოფიციალურ ანგარიშფაქტურას და ჩემი დის ანგარიშის ნომერს.
იმედი მაქვს თქვენი გულისხმიერების.
მიმღების ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი: GE96BG0000000525786030
თიბისი ბანკი : GE68TB7749445061100116
მიმღების სახელი-გვარი: თეონა აბშილავა (და)









