
აბაშაში ავარიის შედეგად დაშავებული 18 წლის გოგო, რომლის ქმარიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, კლინიკიდან სახლში გაწერეს.
მისი ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ლიკა კუჭუხიძეს უახლოეს პერიოდში ხერხემალზე ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდება.
“ლიკა სულ კითხულობს ბაჩოს, მან ჯერ არ იცის, რომ მისი საყვარელი მეუღლე ცოცხალი აღარ არის. უთხრეს, რომ ისიც მკურნალობს. ჯერჯერობით არ შეიძლება მისი დატვირთვა ამ მძიმე ემოციებით,” – წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.
ავარია 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა, რა დროსაც 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი დაიღუპა









