ნახევარ მილიონიანი ბინა საფრანგეთში, მიწის ნაკვეთები საქართველოში... - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია და მისი ოჯახი - bbcnews.ge
საზოგადოება

ნახევარ მილიონიანი ბინა საფრანგეთში, მიწის ნაკვეთები საქართველოში… – რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია და მისი ოჯახი

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის განაცხადებით, საქმე ეხება საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს. კერძოდ, „პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს“.

„ბინესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია, რომელიც 2016-2021 წლებში სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობას იკავებდა. აღნიშნულ წლებში ის იყო შს მინისტრი, ასევე ეკონომიკის მინისტრი და პრემიერი.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური დეკლარაცია გახარიამ 2025 წლის 1-ელ იანვარს, როგორც პარლამენტის წევრმა ისე შეავსო.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გახარია ორ მიწის ნაკვეთს ფლობს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურში. ერთ-ერთის, 3385 კვ.მ-იანი მიწის ნაკვეთის ღირებულება 85 000 ლარია, ხოლო 2792 კვ.მ-იანი ნაკვეთის ღირებულებად დეკლარაციაში 1 ლარია მითითებული. ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ საკუთრებაში არსებული ორივე ნაკვეთი ერთად, 2020 წელს განვადებითაა შეძენილი.

ამასთანავე, გიორგი გახარიას მეუღლის, მარიკა ფანცულაიას საკუთრებაშია 472 400 ევროს ღირებულების ბინა საფრანგეთში, რომელიც 2020 წელსაა ნაყიდი. დეკლარაციის მიხედვით, ბინა გაქირავებულია და ყოველთვიური სარგო იჯარიდან 2 000 ევროს შეადგენს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, არც გიორგი გახარიას და არც მისი მეუღლის სახელზე არ არის რეგისტრირებული ბინა ან საცხოვრებელი სახლი საქართველოში.

მარიკა ფანცულაიას სახელზეა ორი მსუბუქი ავტომობილი. 22 000-დოლარიანი “Toyota RAV 4” მან 2016 წელს შეიძინა, 2021 წელსაა ნაყიდი „Toyota C-HR“, რომლის ღირებულებაც 22 000 ევროა. დეკლარაციის მიხედვით, ყოფილ პრემიერს საკუთრებაში არ უფიქსირდება ავტომობილი. წაიკითხეთ ვრცლად…

Back to top button