
ფერადი ქალბატონი, ზოია წიკლაური, რომელსაც გამორჩეული ჩაცმულობის გამო მთელი თბილისი იცნობდა გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება:
„არ მინდა წარსულში ვისაუბრო შენზე.
ძალიან დააკლდები ქალაქს.
როგორ უხდებოდი თბილისის ქუჩებს…
უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული.
P.S შენს დაბადების დღეზე ვაპირებდით სიურპრიზის მოწყობას.
…ხომ დამპირდი 17 ნოემბერს აქ ჩამოიარე ყვავილებს და საჩუქარს დაგახვედრებო“









