
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება, როგორც ფეისბუქ-გვერდი „ზუგდიდელები“ წერს, ზუგდიდში 15 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზი უცნობია.
„ლილე ჯიჭონაია მხოლოდ თხუთმეტის შესრულდა და… ძალიან ადრე და ძალიან მოულოდნელად გაფრინდა ზეციურ სამყაროში. მთელი ქალაქი გლოვობს და განიცდის. „ზუგდიდელები“, ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ზუგდიდელების სახელით უცხადებს სამძიმარს“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.









