TOP 10 ცნობილი ქართველი კაცი, რომლებმაც სიყვარულის საპოვნელად რამდენჯერმე იქორწინეს - bbcnews.ge
საზოგადოება

TOP 10 ცნობილი ქართველი კაცი, რომლებმაც სიყვარულის საპოვნელად რამდენჯერმე იქორწინეს

ადრეულ წლებში რამდენიმე ქორწინება სკანდალად აღიქმებოდა. კარიერაში წარმატებულ მამაკაცებს რამდენჯერმე დასჭირდათ დაოჯახება, რათა წარმატებული ოჯახი შეექმნათ. გთავაზობთ იმ ქართველი მამაკაცების სიას, რომლებმაც რამდენჯერმე იქორწინეს.

გიორგი ცაგარელი

მუსიკოსი გიორგი ცაგარელი რამდენჯერმე იყო დაოჯახებული. მისი რჩეული ქალბატონები მუდმივად მასზე უფროსები არიან. გიორგი რამდენიმე წელი ცხოვ­რობ­და ლიზა ბაგ­რა­ტი­ონ­თან ერ­თად . მათ შო­რის ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა 12 წელი იყო. თუმ­ცა წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს და­შორ­და და ლელა კი­ლა­ძის გა­მო­ჩე­ნამ­დე, ცა­გარ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ამა­ზე წყვილს სა­ჯა­როდ არა­სო­დეს უსა­უბ­რი­ათ.

ლელა კი­ლა­ძე დედა მე­ხუ­თედ 41 წლის ასაკ­ში გახ­და. წყვილს ერთი საერთო შვილი, ანდრია ჰყავს. ცა­გარ­ლი­სა და კი­ლა­ძის წყვი­ლი ყო­ველ­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. 

გიორგი ვარდოსანიძე

ქართველი მსახიობი გიორგი ვარდოსანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როცა ის პოპულარულ სერიალში “გოგონა გარეუბნიდან” გამოჩნდა. გიორგიზე განსაკუთრებით ბევრს საუბრობდნენ მაშინ, როცა ის პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში” იღებდა მონაწილეობას. გიორგის მეწყვილე მოცეკვავე სალომე ჭაჭუა იყო. 

ჭორები იმის შესახებ, რომ გიორგისა და სალომეს ერთმანეთი შეუყვარდათ, გამართლდა და წყვილმა ჯვარი 2014 წელს დაიწერა. ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა. გიორგიმ და სალომემ კი კარიერული განვითარება და წინსვლა განაგრძეს.

2018 წელს გიორგიმ კიდევ ერთხელ იქორწინა, ამჯერად 10 წლით უფროს ქალზე. “ერთი წელია, რაც დაქორწინებული ვარ”, – ამბობდა მაშინ ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრისას, თუმცა ეს ქორწინებაც დასრულდა.  

გიორგი ვარდოსანიძემ მეგობრებსა და გულშემატკივრებს 2022 წელს ამცნო, რომ ის მალე მამა გახდებოდა. მისი რჩეული მშვენიერი მარიამ უშვერიძეა. მათ პირველი შვილი, ადამი, 2023 წლის იანვარში შეეძინათ. როგორც გიორგი ამბობდა, შვილის დაბადებამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

გიორგი ყიფშიძე

გიორგი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველად მან უმშვენიერეს მოდელ კრისტი ყიფშიძეზე იქორწინა. მათ ერთი ქალიშვილი, ნატალია შეეძინათ. მეორე მეუღლესთან ბიჭი, ალექსანდრე ჰყავს. ხოლო ენი გასეიავასთან მას ორი შვილი, კოსმო და ლუნა ჰყავს. ალექსანდრე დედასთან ერთად ცხოვრობს და კამერების წინ იშვიათად ჩნდება, თუმცა აქტიურია ნატალია, რომელიც მსახიობია. ცოტა ხნის წინ გიორგი ყიფშიძე მესამე მეუღლეს ხმაურიანად დაშორდა. წყვილმა არაერთ გადაცემაში საჯაროდ ისაუბრა ურთიერთობაში გაჩენილი ბზარებისა და პრობლემების შესახებ.

ნოე სულაბერიძე

ნოე სულაბერიძის პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. წლების წინ მის არაერთ რომანს საზოგადოება საჯაროდაც განიხილავდა. ნოეს პირველ ქორწინებაზე ბევრი არაფერია ცნობილი, ამ ურთიერთობაში მას ერთი შვილი, ალექსანდრე შეეძინა. 

მეორე ნოე სულაბერიძემ ჟურნალისტ ეკა სამხარაძეზე იქორწინა, მათ ერთი ქალიშვილი, ლიზა ჰყავთ. წლების წინ ძალიან ხმაურიანი და სკანდალური აღმოჩნდა ეკასა და ნოეს დაშორება. მაშინ ეკა სამხარაძე არ ერიდებოდა მიზეზებზე საუბარს. 

ნოე სულაბერიძემ მესამედ “მის საქართველო” ჯანეტ ქერდიყოშვილზე იქორწინა. ეს ურთიერთობა საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან წყვილი სიყვარულს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. წყვილს ორი საერთო ქალიშვილი ჰყავს.

ილია თოფურია

როგორც ცნობილია, ილია თოფურია ოფიციალურად დაქორწინებული არასდროს ყოფილა, თუმცა მას წარსულში სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა მისი შვილის, ჰუგოს დედასთან. ამ ურთიერთობის შესახებ ილიას საჯაროდ არასდროს უსაუბრია, თუმცა ჰუგოს შესახებ ხშირად წერს. 

ილია თოფურიას მეორე საჯარო ურთიერთობა ჯორჯინა უზკატეგუისთან ჰქონდა. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს, თუმცა, როგორც ცნობილი გახდა წყვილი უკვე დაშორდა ერთმანეთს.

დავით კაჭარავა

დავით კაჭარავა ყოფილი მორაგბეა. ის ამჟამად ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვან ქეთი ხატიაშვილზეა დაქორწინებული. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.

დავითს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. 2007 წელს და­ვით კა­ჭა­რა­ვამ ანკა დუნ­დუ­ა­ზე იქორ­წი­ნა. წყვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და, მათ­თან ერ­თად იყო სა­ერ­თო შვი­ლი ნი­კო­ლო­ზიც… ანკა დუნ­დუა დღეს ცნო­ბი­ლი ინფლუ­ენ­სე­რი და პი­ლა­ტე­სის სერტიფიცირებული ინ­სტრუქ­ტო­რია.

კახა მამულაშვილი

მომღერალ ლელა წურწუმიასა და პროდიუსერ კახი მამულაშვილის, იგივე მამულიჩას ოჯახს საზოგადოება უკვე არაერთი წელია, იცნობს. 

კახასა და ლელას დიდი ოჯახი აქვთ. მათ საერთო შვილი, მარიამი ჰყავთ, ხოლო მამულიჩას პირველ ცოლთან, ნინო ნოზაძესთან, ერთი შვილი, ნიკოლოზი ჰყავს. 2018 წელს კახი მამულაშვილი პირველი შვილიშვილის ბაბუა გახდა – ნიკოლოზსა და მის მეუღლეს, ნანკა ფაღავას, პატარა ალექსანდრე შეეძინათ.

ლაშა გურგენიძე

მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან ბევრი იცნობს. ცოტა ხნის წინ მსახიობი დაინიშნა. მისი რჩეული ჟურნალისტი ანკა მშვილდაძეა. 

ანკა ლაშას მესამე მეუღლეა. ლაშას პირველი ქორწინებებიდან 2 შვილი ჰყავს. მისი მეორე მეუღლე კი თაკო მჭედლიშვილი იყო. ლაშამ თაკოს ხელი “ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალში სთხოვა. 

გიორგი მახარაძე

გიორგი მახარაძემ წლების წინ მომღერალ და მსახიობ მარიამ როინიშვილზე იქორწინა. მაშინ მარიამი 20 წლის იყო, 22 წლის ასაკში კი ის და გიორგი დაშორდნენ. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს კურსელი და მეგობარი იყო. ქორწინებაში წყვილს ერთი ქალიშვილი შეეძინა. წყვილი დაახლოებით 2 წლის მანძილზე მალავდა დაშორების ამბავს – ამ ამბავს არაერთი ჭორი მოჰყვა. იმასაც ამბობდნენ, რომ გიორგიმ მარიამს უღალატა.

გიორგიმ მეორე ოჯახი რამდენიმე წლის წინ შექმნა, მან ასევე მსახიობ მარიამ ნადირაძეზე იქორწინა. მარიამსა და გიორგის ერთი ქალიშვილი, ნიკა ჰყავთ.

ვახო კანდელაკი

ვახო კანდელაკი მომღერალ მარიამ მარიამ როინიშვილზე დაქორწინებული. წყვილს ერთი საერთო შვილი კირა ჰყავთ, რომლის ფოტოებსაც ხშირად აზიარებენ სოციალურ ქსელშ.

ვახოს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ვახოს და მის ყოფილ მეუღლეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ისინი კირას ნათლობაზეც იმყოფებოდნენ.

წყარო: marao.ge

Back to top button