
ნინო ჩხეიძისა და გიორგი კორახაშვილის ქალიშვილი, მარიამ კორახაშვილი დაინიშნა. ფოტოები ნიშნობიდან თავად მარიამმა გააზიარა: “მე ვთქვი დიახ”, – დაწერა მან.
ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილსა და მომღერალ ნინო ჩხეიძეს ერთი შვილი, მარიამი ჰყავთ, რომელიც 21 წლისაა. მარიამის რჩეული ჯერემი ელენორია.
შვილის ნიშნობის შესახებ “რადიო ფორტუნასთან” თავად ნინო ჩხეიძემაც ისაუბრა:
მოულოდნელი მაინც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წელია იცნობენ ერთმანეთს და აქვთ მიმოწერა. ჯერემი ელენორი ცხოვრობს კანადაში, ერთმანეთი კი გაიცნეს აქ, თბილისში, როდესაც ის გაცვლითი პროგრამით იყო ჩამოსული ვებსტერის უნივერსიტეტში, სადაც მარიკო სწავლობს. მარიკოს, ძირითადად, უცხოელებთან აქვს შეხება… მაშინ, როცა ერთმანეთი გაიცნეს, არაფერი ყოფილა და შესაბამისად, მეც არ ვიცნობდი.
როცა უკან დაბრუნდა, კანადაში, მარიკოსთან ოთხი წლის განმავლობაში ჰქონია მიმოწერა. შარშან ჩამოვიდა და უკვე მარიკომ გაგვაცნო. თქვა, რომ ისევ დაბრუნდებოდა და მართლაც ისევ ჩამოვიდა. მარიკოს ხელი ჩემთვის არ უთხოვია. მარიკოც და ისიც ბობ დილანის ფანები არიან. მარიკოს სიურპრიზი გაუკეთა და ბობ დილანის კონცერტზე დაპატიჟა. ის ხელის თხოვნის ვიდეოც, რომელიც გავრცელდა, სწორედ ამ კონცერტზეა გადაღებული.
მეც არ ვიცოდი და ჩემთვისაც ძალიან მოულოდნელი იყო. როცა ფოტოები დაიდო და ყველა წერდა, ვერ ვაკეთებდი კომენტარს, ცოტა დავიბენი, არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა”, -თქვა მან “რადიო ფორტუნასთან” საუბრისას.









