„ჩემი ლაშა, 1993 წლის ოქტომბერი...“ – სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძის ბავშვობის კადრები ვრცელდება - bbcnews.ge
Faceამბები

„ჩემი ლაშა, 1993 წლის ოქტომბერი…“ – სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძის ბავშვობის კადრები ვრცელდება

ბიზნესმენი ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ უამრავ ადამიანს დაწყვიტა გული და სოციალურ ქსელში მას ემოციური პოსტებით უამრავი დაემშვიდობნენ. ამჯერად სოციალურ ქსელში ლაშა ბასლანძის ბავშვობის კადრები ვრცელდება:

„ჩემი ლაშა თბილისი ნახალოვკა. 1993 წელის ოქტომბერი“, – წერს აკაკი ბასლანძე.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ.

ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა. მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა. მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანტი ჰყავთ. ლაშა ბასლანძე 4 ნოემბერს დაკრძალეს

Back to top button